“ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ზესტაფონში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა.
მისი თქმით, ზოგადად, ზესტაფონი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქია.
„ზესტაფონი უმნიშვნელოვანესია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც ის ასრულებს. აქ წამყვანი დარგებია მეტალურგია, ელექტროენერგია, სოფლის მეურნეობა, საკვების წარმოება და ა.შ. ამ ბოლო დროს ალბათ უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც; საქართველოში ვერ ვნახავთ ადამიანს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის მოგზაურობისას ერთხელ მაინც არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი, ზესტაფონური რჩეული ხაჭაპური და ყავა.
ეს ის გამოსავლი იყო, რაც მოსახლეობამ იპოვა, თუ რაც შეიძლებოდა დამატებით შექმნილიყო ქალაქში. ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისი გამოყენება. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.