• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ნარმანია: „საქართველომ 10 წელი დაკარგა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიმართულებით“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა (GEOSTAT) და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ხელმძღვანელები დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის. მითუმეტეს, მნიშვნელოვანია იგი საქართველოსთვის, რომელმაც 10 წელი დაკარგა ამ მიმართულებით. საქართველოს სჭირდება რეალური ციფრები, ზუსტი ინფორმაცია იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს ქვეყნის განვითარების სტარატეგიები,“ – განაცხადა კონფერენციის გახსნისას დავით ნარმანიამ, – „ჩვენ უკვე ბევრი სამუშო ჩავატარეთ: დაზუსტდა გეოინფორმაციული სისტემა, წინასწარი გამოკითხვები ჩატარდა აჭარაში, გურიაში, კახეთში. მალე ამ ჩამონათვალს დაემატება თბილისიც. ეს ხანგრძლივი, შესაბამისად, ხარჯიანი პროცესია, ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასში დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდსა და მსოფლიო ბანკს, რომლებიც აქტიურად გვიჭერენ მხარს ამ საქმეში.“

გაეროს მოსახლეობის ფონდი, მისი მანდატიდან გამომდინარე, ტექნიკურდახმარებას უწევს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებას მსოფლიოსმრავალ ქვეყანაში. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა დახმარებაგაუწია 2002 წელს ჩატარებულ საყოველთაო აღწერას და აგრძელებს ფინანსურ დატექნიკურ მხარდაჭერას 2014 წლის აღწერისათვის.

„ის სამუშო, რომელიც მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გასწია გვაძლევს იმედს, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მაღალი ხარისხით ჩატარდება, რისთვისაც, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას,“ – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში თამარ ხომასურიძემ, – „ამ აღწერას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისათვის, არამედ დონორი ორგანიზაციებისათვისაც, რომლებიც შეძლებენ საკუთარი პროგრამები უფრო მიზანმიმართულად, აღწერის შედეგებით გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმონ და განახორციელონ.“

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერას გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით განახორციელებს.

2014 წლის აპრილამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ: თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით, მოხდება შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარი შემოვლა. აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს.

„კმაყოფილები ვართ მოსახლეობის აქტიურობით, რაც უკვე ჩატარებული სამუშოების დროს გამოჩნდა,“ – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ, – „მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი – მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისთვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავენ მოსახლეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების შესახებ. შესაბამისად, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.“

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მილიონ ლარზე მეტი ჯდება და ამ თანხის ძირითადი ნაწილი აღწერისთვის დაქირავებული ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

2013 წლის 2 აპრილს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის აღწერის 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარების შესახებ.

06.11.13

Tags: დავით ნარმანია: „საქართველომ 10 წელი დაკარგა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიმართულებით“
ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება

7 მაისს მსოფლიო რბენა გაიმართება

9 years ago
“ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ “

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელ შენობაში გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო

11 years ago
ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა

“ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მხარდაჭერა განულებულია”

10 years ago
ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია გაიმართა

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია გაიმართა

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by