ბათუმში, სახლის ჩამონგრევიდან უკვე 24 საათი გავიდა. ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ამ დრომდე მყოფ 3 ადამიანს შორის დედა-შვილია, მოზარდი შემთხვევის დროს ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.