ფარული მოსმენების სკანდალი დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტ და ფართო მასშტაბს იძენს.
ცნობილი გახდა რომ, ამერიკის მსგავსად მოკავშირეებს, ფარულად თურმე ინგლისიც უსმენდა. ამის შესახებ წერს ინგლისური გაზეთი “Independent“-ი, რომლის ცნობითაც ინგლისის მთავრობას ბერლინში მდებარე საელჩოს შენობის სახურავზე სპეციალური მოსასმენი აპარატი დაუმონტაჟებია, რომლითაც კანცლერ მერქელთან ერთად გერმანელი პარლამენტარების საუბრებისთვისაც მოუსმენიათ.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ინგლისის ელჩი და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
ამერიკული გაზეთ “Tımes“ მიხედვით კი გერმანია საფრანგეთის გარდა ამერიკის დაზვერვის თანამშრომლებს იაპონიისათვის და ბრაზილიისათვისაც მოუსმენიათ.
07.11.13