ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ცნობილ მეჩეთს ალ-აქსის მეჩეთი წარმოადგენს.
ისლამის მესამე წმინდა ადგილი სამი რელიგიის წმინდა მიწაზე, ძველ იერუსალიმში მდებარეობს, ცნობილი კლდის გუმბათთან ერთად. აქ მიიჩნევა, რომ მუჰამედი სამოთხეში ავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი ქალაქი იერუსალიმი დღეს ისრაელის იურისდიქციაშია, ალ- აქსის მეჩეთი რჩება იორდანიის/ პალესტინის ისლამური ადმინისტრაციის ქვეშ და მხოლოდ მუსლიმებს აქვთ უფლება, ილოცონ შენობაში.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალ-აქსის მეჩეთი ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და კადრები მეჩეთის ტერიტორიაზე დაპირისპირებისა. დაპირისპირებულ მხარეებს კი პოლიცია და პალესტინელი ამბოხებულები წარმოადგენდნენ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა