• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“თუ ჩვენ გვსურს განვითარება, უნდა შევეშვათ მასებით მუქარებსა და მუსკულებით საუბარს” – ამირან სალუქვაძე

5 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“თუ ჩვენ გვსურს განვითარება, უნდა შევეშვათ მასებით მუქარებსა და მუსკულებით საუბარს” – ამირან სალუქვაძე
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული. პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. ის, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. ასეთია ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამ უკანასნელი ფაქტის შესახებ გვესმის შეფასებები. ისინი არაერთგვაროვანია. მმართველი პარტიის განცხადებით, სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ის დამნაშავეა და უნდა აგოს პასუხი.

საკითხს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას ანალიტიკოსი, ამირამ სალუქვაძე აფასებს.

“რა არის სააკაშვილისგან მოსალოდნელი – საბოტაჟი, ძიძგილაობა, რყევები, პროვოკაციები სხვადასხვა ფორმით. როგორც თვითონ დარწმუნდა, ეს არ არის ის საპატიმრო დაწესებულება, რომელიც მან დატოვა. მას დღეში, რამდენჯერაც სურვილი ექნება, აქვს შეხვედრების საშუალება შეუზღუდავად. ციხიდან გამოაქვთ მისი წერლები, მიმართვები. ახლახან მას ორი პროვოკაციული მიმართვა ჰქონდა. მათ შორის, ერთი შეეხებოდა თავდაცვის სფეროს და იყო ძალიან საზიანო. მის “ფეისბუქგვერდს” მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს გამომდინარე იქედან, რომ უკრაინაში მოღვაწეობდა და იქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. პლუს, ჰყავს ქართველი, რუსი გამომწერები და ა.შ.

სწორედ ამ “ფეისბუქგვერდის” საშუალებით ცდილობს, შექმნას თემები. თუმცა, არ მგონია, ამას გრძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს. დაიღლება ამ ყველაფრით მოსახლეობა. არ შეიძლება, ყოველდღე ვსაუბრობდეთ მსჯავრდებულზე. თავად წლების განმავლობაში ასიათასობით მსჯავრდებული ჰყავს გამწარებული. ყველა მათგანს როგორი სასამართლოს უფლება და შესაძლებლობა ჰქონდა, ვიცით. ამიტომ, ეძებოს საკუთარი სამართალი ევროპულ სასამართლოებში და დაამშვიდოს ქვეყანა. თუმცა, ეს მოწოდება რიტორიკული”, – განმარტავს ანალიტიკოსი.

სალუქვაძის შეფასებით, აქცია, რომელიც მათ გამართეს, იყოს დაძაბულობის წინაპირობა.

“დაძაბულობის მოსამზადებელი იყო ის აქცია, რომელიც გამართეს. თავისი ჭკუით, შექმნეს სიტუაცია, თითქოს, ძალიან ბევრი მომხრე ჰყავთ. გასაგებია, ჰქონდათ მოლოდინები მათ ოპონენტებს, რომ ბევრად ნაკლები იქნებოდა აქციაზე. თუმცა, რაოდენობა არც ისეთი იყო, რომ კრიტიკული მასა შეექმნა. ძალიან შორს არიან იმ კრიტიკული მასისგან, რომელიც საჭიროა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას ახდენდეს. საერთოდ, თუ ჩვენ გვსურს განვითარება, უნდა შევეშვათ მასებით მუქარებსა და მუსკულებით საუბარს. ეს იყო სწორედ მუსკულების ჩვენების მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ, რადგან ყველაფერი დაინახა საზოგადოებამ, გაკეთდა სიუჟეტები. ისედაც გასაგებია, როდესაც სოფლებიდან ადამანები მიკროავტობუსებით ჩამოჰყავთ, ეს ხალხი შეიძლება, იყოს მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ არის რევოლუციური მუხტის შემქმნელი და ვერც შექნიდნენ.

მუხტი ჩვენ გვინახავს მისი ხელოსუფლების პირობებში. ამ ყველაფრით ზიანდებიან ისევ ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან. ჩვენს სახელმწიფოს ერთი წელი არ ჰქონია მშვიდი. მუდმივად არის დაძაბულობა. ადრე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაძაბულობის მიზეზები თავად იყვნენ, რადგან პროტესტის ძირითადი მიზეზი მაშინ იყო ხელისუფლების ძალადობა, მოსაახლეობის ფართო მასების დამცირება, ბიზნესის დატერორება და ა.შ. დღეს უკვე თვად არიან, რბილად რომ ვთქვათ, სიმშვიდის დამრღვევები”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

Share3Tweet2

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა
ახალი ამბები

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

საინტერესო

„უკრაინაში რა პროცედურებიც მიდის, თეორიულად ჩვენ უნდა გაგვევლო“ – ყოფილი მთავარი პროკურორი

„უკრაინაში რა პროცედურებიც მიდის, თეორიულად ჩვენ უნდა გაგვევლო“ – ყოფილი მთავარი პროკურორი

10 years ago
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ რაკეტა ისროლა –  Daily Mail 

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ რაკეტა ისროლა – Daily Mail 

5 years ago
პირბადეები ხალხს უფრო მიმზიდველს ხდის – კვლევა

პირბადეები ხალხს უფრო მიმზიდველს ხდის – კვლევა

5 years ago
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა V ფორუმი 25 მარტს გაიმართება

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა V ფორუმი 25 მარტს გაიმართება

8 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by