• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები მისაღებია

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის თემა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები იყო. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააცნო.

სამუშაო შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ლუთერანული ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა “კავშირ XXI საუკუნის” ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ განაცხადა, 169-ე პრიმა მუხლმა გამოიწვია აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. მისი პირველადი ფორმულირება შეიცვალა და კანონმდებლებმა “ა” ქვეპუნქტი ამოიღეს, სადაც პირები, რელიგიური ორგანიზაციები, მორწმუნეები იყო ნახსენები და ამის გამო ყველაზე მეტი შენიშვნები იყო.

“კანონპროექტის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა. ძირითადი აქცენტი რელიგიურ შუღლზეა გაკეთებული, სიძულვილის ენაზე, რელიგიური აღმსარებლობის ხელისშეშლაზე და თაყვანისცემის ობიექტების დაზიანებაზე”, – აღნიშნა პაატა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობა ანალოგიურ ქმედებებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ქართული კანონმდებლობა კი მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლება და დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, პირველ შემთხვევაში 300-დან 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 35-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

პაატა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც და ევროკავშირის კანონმდებლობასაც ეხმიანება და ესატყვისება.

ასევე, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა. ისინი კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეთანხმებიან და დემოკრატიულად მიიჩნევენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრეა გვაზავას განცხადებით, ანალოგიური კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს, კანონში არის რამდენიმე მუხლი და ერთ-ერთი კრძალავს სიძულვილის ენას, მოწოდებას ძალადობისაკენ, რაც ყოვლად მიუღებელია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის ვაგიპ აქპეროვის განცხადებით, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილება დემოკრატიული და ჰუმანურია და მუსლიმები ამ ცვლილებებს მიესალმებიან.

“ამ კანონის არსებობის შემთხვევაში ნიგვზიანის და სამთაწყაროს ინციდენტები არ მოხდებოდა”, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.

სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საჭირო არის კანონის იმპლიმენტაცია და ასევე მათ შს მინისტრის მოადგილეს შესთავაზეს კანონში შევიდეს ცვლილება არა მხოლოდ რელიგიური ნიშნით ჩადენილი ქმედებების დასჯის შესახებ, არამედ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ქმედებებისთვისაც.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს” სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია – ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარი დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში – პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის” იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, დაზუსტდეს მისი შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

07.11.13

Tags: სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები მისაღებია
ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

“განურჩევვნად რელიგიური აღმსარებლობისა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია”

“განურჩევვნად რელიგიური აღმსარებლობისა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია”

12 years ago

„ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

10 years ago
10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

6 years ago
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა

ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტზე – “მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას”

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by