• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა. 

მწარიაშვილი ამბობს, რომ პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა. 

ნეტფლიქსმა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა. 

ადვოკატის თქმით, “სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას“. 

“ნეტფლიქსის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ ლაზიერის გამბიტი არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები. 

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება. 

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ”. – ამბობს მაია მწარიაშვილი. 

მისივე თქმით, სასამართლოს ნეტფლიქსმა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა. 

ხოლო არგუმენტები, მწარიაშვილის განცხადებით, დროში უზუსტობამდე, დროში აცდენამდე არის დაყვანილი. 

“თუ მაინცდამაინც რამე შეგვეშალა, არის ის, რომ დროში რამდენიმე წლით ავცდითო”. – ამბობს ადვოკატი. 

მწარიაშვილმა თქვა ისიც, რომ NETFLIX-მა დავის შეწყვეტაზე იშუამდგომლა. 

საქმეზე – ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ – მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ზეპირ მოსმენას 24 იანვარს გამართავს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება. 

სერიალში ვისმენთ: 

“ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს“. 

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, “ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”. 

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.

Share2Tweet1

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

ილია მეორე – დღეს მთელი საქართველო გლოვობს, ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

8 years ago
ბალტიის ასამბლეა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

10 years ago
კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე £27.5 მილიონად გაიყიდა

კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე £27.5 მილიონად გაიყიდა

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by