• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ელის” – ბიზნესი, რომელიც გარემოზე ზრუნავს

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ელის” – ბიზნესი, რომელიც გარემოზე ზრუნავს
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცხადია, ნივთმა რომ მომხმარებლის ყურადღება დაიმსახუროს, უნდა იყოს ხარისხიანი, ორიგინალური, ბევრისგან განსხვავებული. სწორედ ასეთია ბიზნესი, რომელსაც “ელის“-ი ჰქვია. ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა, რომ მათ შემქმნელს კარგი გემოვნება აქვს და საკუთარი საქმე უყვარს.

საინტერესოა, რა გზა გამოიარა ბიზნესმა დაარსებიდან დღემდე, როგორი გავლენა მოახდინა კოვიდპანდემიამ და რამდენად ხშირად სთავაზობს ის მომხმარებლებს სიახლეებს – “თბილისი თაიმსს” “ელის”-ის დამფუძნებელი, ელენე სტეფნიაშვილი ესაუბრა.

დეტალურად რომ გვითხრათ, რას ამზადებთ?

ჩვენი კომპანია კაკლის ხის გულისგან და ებოქსიდის სინთეზით კლიენტს ანებივრებს სხვადასხვა ნივთით. ეპოქსიდისგან ნივთების დამზადება არის რთული პროცედურა, რომელიც შევისწავლე სოციალური ქსელების დახმარებით. 6-7 წელიწადია, რაც აქტიურად ვამზადებ სახლისათვის სხვადასხვა დეკორაციას და ხელნაკეთ აქსესუარებს, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს.

დღესდღეობით უკვე კარგად ვფლობ ამ პროცესს. ქალთა გაძლიერების პროექტშიც მივიღე მონაწილეობა და საჭირო დანადგარებიც მოვიპოვე, რამაც დრო შემიმცირა. დაახლოებით, ოთხ საათს ვანდომებდი ერთი ბეჭდის დამზადებას.

ჩემი პროდუქტი უნიკალურია, რადგან ყოველი ბეჭედი განსხვავებულია ერთმანეთისგან, არ არსებობს ორი ერთნაირი, ეს ექსკლუზიურობა მას გამოარჩევს. ასევე, იგი მზადდება უმაღლესი ხარისხის კაკლის გულისგან, ხის ეს ფაქტურა მნახველს დანახვისთანავე იზიდავს და მის ყურადღებას მარტივად იპყრობს.

რა წარმოადგენს თქვენი საქმიანობის მთავარ პრინციპს?

ჩემი საქმინაობის მთავარი პრინციპები ეფუძნება:

ბუნების მოვლას – ამიტომაც არ ვიყენებ პირველად პროდუქციას, ჩემ მიერ დამზადებული თითქმის ყველა ნივთი არის უკვე გადამუშავებული ხის პროდუქცია, შესაბამისად, ამით ხელს ვუწყობ ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

ცხოველებისადმი სიყვარულს – შესაბამისად, არასდროს არ ვიყენებ ნატურალურ ტყავს იმ დეტალების გასაკეთებლად კი, რაც აუცილებელია, ვიყენებ სინთეზურ მასალას. ამით მინდა, ხალხს მაგალითი მივცე, რომ დღეს ცხოველის მოკვლა და მისგან ნატ.ტყავის დამზადება აუცილებლეობა აღარ არის. შეგვიძლია, მისი სხვა, ბევრნაირი შემცვლელი გამოვიყენოთ.

ხელმისაწვდომი პროდუქციის შექმნას – ჩემი არცერთი პროდუქტი არ ღირს იმდენი, რომ საშუალო ფენის წარმომდგენელმა იგი ვერ შეიძინოს, ჩემი მიზანია, რომ პროდუქციის ყიდვა მსურველს თავისუფლად შეეძლოს.

კოვიდპანდემიამ როგორ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე?

შარშანდელ წელზე რომ ვისაუბროთ – ორი წელია, რაც საახალწლო ნივთებს ვამზადებ. შარშან ძალიან რთული იყო, რომ ნაძვის ხის სათამაშოები ბაზარზე გასულიყო. გამოსავალი ვიპოვე და მოვიფიქრე ძალიან მარტივი რამ – ვინაიდან დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ზარმაცი ადამიანიც არსებობს და აზრად მომივიდა შემდეგი – ძალიან მარტივად, დავამზადე ნაძვის ხეები, რომლის აწყობასაც ხუთი წუთი ენდომება და ეს ჩემი სათამაშოებიც დაემატება. შესაბამისად, კოვიდპანდემიამ ჩემს ბიზნესზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა. მქონდა მიტანის სერვისი. იმ დროს ჩაკეტილი იყო ყველაფერი, ონლაინ იყიდებოდა ბევრი რამ. ამას მეც ძალიან კარგად მოვერგე. ამასთან, მქონდა მიწოდების უფასო სერვისი.

პროდუქციის დამატებას თუ გეგმავთ?

ჩემი განვითარების ტენდენცია ისე მიდის, რომ ყოველ წელს რაღაც პროდუქციას ვამატებ. გადავედი ავეჯის ხაზზე. ვამზადებ მაგიდებსაც, ეზოს ავეჯს და ა.შ.

ამ ეტაპზე, ყველაზე ახალი დეკორიაცია, რაც შევქმენი – არის კედლის ნაძვის ხეები და კეთილი გნომები. ინსპირაცია იყო ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ დრო ნაძვის ხის ასაწყობად და დედები, რომლებიც, ცელქი ბავშვების გამო, ვერ დგამენ ნაძვის ხეს, ასევე ცხოველების მოყვარული ოჯახები, რომლებსაც უწევთ, ყველაფერი სიმაღლეზე მოათავსონ.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share8Tweet5

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

11 years ago
დეკრეტული შვებულება მამებს და თითზე ჩამოსათვლელი სტატისტიკა

დეკრეტული შვებულება მამებს და თითზე ჩამოსათვლელი სტატისტიკა

8 years ago

გაეროს რეორგანიზაცია სჭირდება

13 years ago
ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

მოსალოდნელი შტორმის გამო, შავ ზღვაში ცურვა აიკრძალა

8 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by