• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დავიწყე ხილის ჩაის დამზადება ჩემივე გაკეთებული ჩირებისგან” – მარიამ თოლორაია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“დავიწყე ხილის ჩაის დამზადება ჩემივე გაკეთებული ჩირებისგან” – მარიამ თოლორაია
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Mari’s_მარისიაა – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც ქართულ, ტრადიციულ ჩირებსა და ჩაის აერთიანებს. მარიამ თოლორაიამ ამ პროდუქტების წარმოება კოვიდპანდემიის დროს გადაწყვიტა. იდეამ გაამართლა – მის ბავშვობაში ოჯახისთვის გამორჩეული ტკბილეული ქართულ ბაზარზე მოთხოვნადი გახდა.

მარიამი “თბილისი თაიმსს” საკუთარი საქმიანობის პირველ დღეებსა და მიღწეულ წარმატებაზე უყვება.

“დედაჩემი აფხაზეთიდან გახლავთ. ხშირად მიყვებოდა, როგორ აკეთებდნენ ის და ჩემი ბებია სხვადასხვა ხილისგან ტკბილეულებს, როგორც ეს სოფლებისთვისაა დამახასიათებელი. ასევე, როგორ ინახავდნენ მათ წლიდან წლამდე. როდესაც მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ეს ტკბილეული ჩვენს ოჯახში ყოველთვის კეთდებოდა. რაც მთავარია, ის ყველას მოსწონდა”, – ამბობს მარიამი.

როგორც ის აღნიშნავს, მისი პროფესია სრულიად განსხვავებულია იმ საქმიანობისგან, რასაც დღესდღეობით აკეთებს.

“მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, სამართლის მიმართულებით. აქვე ვმუშაობდი წიგნის სახლ “ლიგამუსში”. როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა, დავრჩი სოფელში უმუშევრად. დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც ამდენი თავისუფალი დრო მქონდა. რადგან დედას გაკეთებული ჩირები ყველას მოსწონდა, მათ შორის, ძალიან ბევრი უცხოელის ყურადღებას იქცევდა, ასევე, თეორიულად ვიცოდი მისი დამზადების პროცესი, გადავწყვიტე, ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ეს ყველაფერი პატარა ბიზნესად იქცა. მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ვამზადებდი ამ ჩირებს სხვადასხვა ხილისგან. შემდეგ გადავწყვიტე – თუ ვაკეთებდი ვაშლის ჩირს, მსხლის ჩირს და აბსოლუტურად ყველა ხილს ვიყენებდი, რაც ეზოში გვქონდა, რატომ არ შემეძლო, გამეკეთებინა ხილის ჩაი. ხილის ჩაის შემადგენელი მთავარი ინგრედიენტი სწორედაც რომ გამომშრალი ჩირია. დავიწყე ხილის ჩაის დამზადება ჩემივე გაკეთებული ჩირებისგან”, – განმარტავს მარიამი.

ის ამბობს, რომ პირველი ბოქსის ვიზუალზე ძალიან ბევრი იფიქრა.

“უკვე ბოლოს, როდესაც საქმე იქამდე მივიდა, რომ უნდა დამეწყო გაყიდვები, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეწყო პირველი ბოქსი. პირველი ნაკრები ჩემმა ბიძაშვილმა შემიკვეთა. აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, გავაკეთე ფეისბუქგვერდი, გადავუღე პროდუქციას ფოტოები და ამ ყველაფერს ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა.

უკვე მეორე წელია, რაც ამ საქმეს ვაკეთებ. ძალიან მომწონს, თან იმის გათვალისწინებით, რომ, პარალელურად, ვსწავლობ. ჩემი პროფესია კი რადიკალურად განსხვავდება. თუმცა, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მსიამოვნებს”, – ამბობს მარიამ თოლორაია “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share8Tweet5

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

9 years ago
ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა

ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა

1 year ago
თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

3 years ago

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო

9 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by