საუდის არაბეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით, პროვინცია თაბუკში მოთოვა. ინფორმაციას Arab News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავრობამ პროვინციამდე მისასვლელი გზა გადაკეტა, რადგან დათოვლილი პეიზაჟის სანახავად იქ ათასობით ადამიანმა დაიწყო მოგზაურობა, მათ შორის კატარის მოქალაქეებმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ტემპერატურა რეგიონში კვლავ 0 გრადუსზე დაბლა დაიწევს და კიდევ მოთოვს. დათოვლილი პეიზაჟების ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.