• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში რა მიზეზების გამო იკლებს მოსახლეობის რაოდენობა

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
საქართველოში რა მიზეზების გამო იკლებს მოსახლეობის რაოდენობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიგრაცია და საქართველო: რითი არის გამოწვეული მოსახლეობის მიგრაციის მაღალი დონე, რომელი ყვეყნებია მიგრანტებისთვის ყველაზე  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსთან’’ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან იმნაიშვილმა.

ქალბატონო რუსუდან, რამდენი ხანია, რაც საქართველოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  თანამშრომლობა მიმდინარეობს? რა არის ძირითადი მიზანი?

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა 1951 წელს, თუმცა საქართველოში IOM -ის ოფისი გაიხსნა 1993 წელს. ჩვენი ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიზანია მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, ლტოლვილების, ადგილნაცვალი პირებისა და მიგრანტების დახმარება და რეინტეგრაცია, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოების დახმარება შრომითი და ცირკულარული მიგრაციის საკითხებში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების მოწესრიგება დაეხმარება არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ხელს შეუწყობს   სახელმწიფოებს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებაში.

საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში მოღვაწეობს თქვენი ორგანიზაცია?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვს მიეკუთვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება ერთი ქვეყნის ფარგლებით. ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს 151 წევრი ქვეყანა და 12 დამკვირვებელი ქვეყანა ყველა კონტინენტზე, რაც გვაცლევს საშუალებას უფრო მეტად დავეხმაროთ ადამიანებს.

საქართველოში თქვენი დაკვირვების შედეგად, მიგრაციის ძირითადი რა მიზეზები არსებობს?

რასაკვირველია, ძალიან ბევრ ქვეყანაში მიგრაციის ერთნაირი მიზეზები გამოიკვეთება, ეს არის უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, რთული სამედიცინო პრობლემების გადაჭრა და უკეთესი ცხოვრების მოლოდინი საზღვარგარეთ.

მიგრანტების დიდი ნაწილი რომელ ქვეყნებში ირჩევს გამგზავრებას?

დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, სხვა ქვეყნის მიგრანტები გასამგზავრებლად რომელ ქვეყნებს ირჩევენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარზე ყველაზე მეტ განაცხადს აკეთებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და პოლონეთი. ამას გარდა, დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, დაახლოებით მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა დატოვა საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში და რამდენი დაბრუნდა?

სამწუხაროდ, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სხვადასხვა ექსპერტთა აზრით ეს მაჩვენებელი მერყეობს 15-25%-მდე. ამ მაჩვენებლებში იგულისხმება საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის აღწერით დადგენილი რაოდენობის შესაბამისი პროცენტი.

რამდენად აქტიურად არიან ჩართულები სამინისტროები და არასამთავრობო ორგანიზაციები თქვენს საქმიანობაში? ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, მიგრაციის მართვის საკითხების დარეგულირება, შესაბამისად ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან პროგრამების პროფილიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ის გარეოებაც, რომ ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.

როგორ ეხმარება თქვენი ორგანიზაცია მოსახლეობას დაბრუნებაში? დაარსების დღიდან დაახლოებით რამდენმა ადამიანმა მოგმართათ დახმარებისთვის?

რასაკვირველია, პირველ რიგში მოქალაქემ უნდა მოიწადინოს სამშობლოში დაბრუნება. დაბრუნებისათვის კი მან უნდა მიმართოს ჩვენს ოფისს იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება და მას შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში – სამგზავრო დოკუმენტების მოწესრიგებასა და ბილეთის აღებაში.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარა, ძნელია მთლიანი რაოდენობის დასახელება, რადგან ეს ინფორმაცია პროგრამების მიხედვით და ქრონოლოგიურად უნდა დაჯგუფდეს. მოგახსენებთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს:

ჩვენს ორგანიზაციაში 2003 წლიდან მოქმედებს მიგრაციის რესურს ცენტრი და ცხელი ხაზი პოტენციური მიგრანტებისათვის. სატელეფონო და პირადი კონსულტაცია გაეწია 17000-ზე მეტ ადამიანს.

რაც შეეხება ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამებს, 2003 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით საქართველოში დაბრუნდა 2471 ადამიანი. მათგან 1823-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო დახმარება. 300 ადამიანზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.

ასევე თავიანთ სამშობლოებში დაბრუნებაში დავეხმარეთ 150-ზე მეტ უცხოელს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ორგანიზაცია დახმარებას უწევს არა მარტო მიგრანტებს, არამედ ადგილობრივ მოსახელეობასაც. კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 3145-მა ადამიანმა გაიარა გადამზადების კურსი და 7000-ზე მეტი დასაქმდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

11.11.13

მარინა ფიდუაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა

11 years ago

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო

13 years ago
„გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი“ – ღოღობერიძე ფხაკაძეს უპირისპირდება

„გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი“ – ღოღობერიძე ფხაკაძეს უპირისპირდება

5 years ago
3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by