1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები – ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ასევე უქმდება თერმოსკრინინგისa და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის საშუალებით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.






