უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225, რომელიც საბჭოთა კავშირმა კოსმოსური შატლების გადასატანად ააგო, რუსეთის ძალებმა გაანადგურეს.
თვითმფრინავს ბოლო წლებში იშვიათად იყენებდნენ. მას უკრაინულად „მრია“ ეწოდება, რაც ოცნებას ნიშნავს.
„რუსეთმა შესაძლოა გაანადგუროს ჩვენი „მრია“, მაგრამ ისინი ვერასოდეს გაანადგურებენ ჩვენს ოცნებას ვიყოთ ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
„მრიას“ აგება ცივი ომისა და „კოსმოსური რბოლის“ დროს, საბჭოთა წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა.