უკრაინაში ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკვე არის დანაკარგები. ორი დაიღუპა, ექვსი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, – განაცხადა კადიროვმა.