რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“) ქვეყანაში სოციალური ქსელი Facebook-ის დაბლოკვის ბრძანება გამოსცა და სოციალური ქსელი რუსული მედიის „დისკრიმინაციაში“ დაადანაშაულა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ Facebook-ზე წვდომის დაბლოკვის შესახებ“, – განაცხადა მარეგულირებელმა Telegram-ზე.
AFP-ის ჟურნალისტებმა გადაამოწმეს, რომ ამჟამად რუსეთში სოციალური ქსელი VPN-ის გარეშე აღარ მუშაობს.