ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის (IAEA) მონაცემების მიწოდება შეწყდა, – ინფორმაცია Facebook-ისოფიციალურ გვერდზე უკრაინის უმაღლესმა რადამ, Reuters-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დამონტაჟებული უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებიდან მონაცემთა დისტანციური გადაცემა დაიკარგა. სააგენტო სწავლობს უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემების სტატუსს უკრაინის სხვა ლოკაციებზე და დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ჩერნობილის სადგურის პერსონალი 2 კვირაა ოკუპანტებითაა გარშემორტყმული. მათ შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.
„ჩერნობილის სადგურის თანამშრომლები დღეში მხოლოდ ერთხელ, პურსა და ფაფას ჭამენ – ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა წნეხმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ უნარზე, შეასრულონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავიანთი მოვალეობები“, – ვკითხულობთ BBC-სსტატიაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, IAEA-ს დირექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებისთვის, უკრაინაში პირადად ჩავიდეს.