უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დახურონ.
ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს, სადაც მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას გამოეხმაურა.
„მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. სისასტიკე! როდემდე იქნება მსოფლიო ამ ტერორის თანამონაწილე; დახურეთ ცა, ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას“, – აცხადებს ზელენსკი.






