• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მივმართავ საქართველოს მთავრობას

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მთავრობას მიმართავს.

საკუთარ განცხადებაში რექტორი მთავრობას, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხის განხილვას სთხოვს. ვლადიმერ პაპავას განცხადებას “თბილსი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო განათლებისა და მეცნიერების მთავარი საყრდენი, საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი. ამიტომ თსუ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მაღალი ყურადღებისა და ინტერესის სფეროა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერების განვითარებისადმი მცდარმა დამოკიდებულებამ ხელი შეუშალა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას. კერძოდ, თსუ-სთვის გადმოცემული 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან უმეტესობა შენობა-ნაგებობების გარეშე დარჩა: ნაწილი შენობებისა უკვე გასხვისებულია, მეორე ნაწილის თსუ-სთვის გადმოცემა კი, რატომღაც, ფერხდება.
გასათვალისწინებელია ამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომელთა სტრესული მდგომარეობა. შეუსაბამო შენობისა და ინფრასტრუქტურის გამო, სამეცნიერო საქმიანობა და კვლევები სრულყოფილად ვერ ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტმა შეძლებისდაგვარად მოახერხა შენობების გარეშე დარჩენილი ინსტიტუტების სხვა კორპუსებში გადანაწილება, მათი მდგომარეობა მაინც მძიმეა.
პრივატიზების შედეგად შენობები ჩამოერთვა ისეთ კვლევით დაწესებულებებს, რომელიც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის საქმიანობას ეწეოდა. მათ შორისაა: ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ფერხდება პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ძირითადი კორპუსების გადმოცემის საკითხი. გაურკვეველია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბედი. დღის წესრიგში დგას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი დანიშნულების დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო ლაბორატორიის საკითხი. ამ ლაბორატორიაში სერიოზულ კვლევებთან ერთად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ უმოკლეს ვადაში განიხილოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხი, გაითვალისწინოს, როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე მეცნიერ-თანამშრომლების ბედი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და არ გაიმეორებს ადრე დაშვებულ შეცდომებს”.

15.11.13

Tags: მივმართავ საქართველოს მთავრობას
ShareTweet

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026

საინტერესო

ჩავა თუ არა გურამ ოდიშარია საყდრისში – კულტურის სამინისტროში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

12 years ago
ირაკლი ალასანია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ირაკლი ალასანია სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

12 years ago
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

12 years ago
საპატრიარქო: “17 მაისს მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი”

საპატრიარქო: “17 მაისს მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი”

12 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by