• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მინდა, ადამიანებმა, მცირე ხარჯის გაღებით, ერთმანეთს მიანიჭონ ბედნიერება” – ზაქრო მურაჩაშვილი

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მინდა, ადამიანებმა, მცირე ხარჯის გაღებით, ერთმანეთს მიანიჭონ ბედნიერება” – ზაქრო მურაჩაშვილი
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თუკი ნიჭი და ინტერესი გაქვს, სიახლის წამოწყების მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. თუ ამ იდეას საფუძვლად ადამიანების გაბედნიერება ახლავს, ალბათ, შეუძლებელიც კია, ის წარუმატებელი აღმოჩნდეს. ზაქრო მურაჩაშვილი პროფესიით  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია. ოჯახური  ბიზნესი მან და მისმა მეუღლემ დიდი სიამოვნებითა და მუდმივი ძიებით წამოიწყეს. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ზაქრო თავად  ესაუბრა.


 
დეტალურად რომ გვითხრათ, რას ამზადებთ?
გვაქვს ოჯახური ბიზნესი. მეუღლესთან ერთად ვამზადებ სუვენირებს. მაგალითად, ღამის სანათებს, როგორც საბავშვო,  ასევე, პერსონალური ხასიათის – უფროსებისთვის; საათებს; ბრელოკებს სასურველი დიზაინით;  მანდილოსნებისა და პატარა ქალბატონებისთვის – გულსაბნევებს, თმაზე გასაკეთებლებს. გვაქვს ასევე სადღესასწაულო მიმართულებები, მაგალითად, უკვე მოვასწარით 3 და 8 მარტის სუვენირები და სააღდგომო ნივთები. მონაწილეობა მივიღეთ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში. ამჟამად, გადართულნი ვართ საზაფხულო კოლექციის შექმნაზე. მოუთმენლად ველოდებით სასექტემბრო პერიოდს და, რა თქმა უნდა – ახალ წელს.
იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მინდა, ადამიანებმა, საკმაოდ მცირე ხარჯის გაღებით, ერთმანეთს მიანიჭონ ბედნიერება. საქმეს ვაკეთებთ სიამოვნებით და გამუდმებით ახალი იდეების ძიებაში ვართ. ხელსაქმის სიყვარულმა კი გადაგვაწყვეტინა, დამატებითი მცირე შემოსავლი მიგვეღო. მაგრამ იმდენად სასიამოვნო და საინტერესო პროცესები ახლავს ნივთების დამზადებას, გადავწყვიტეთ, გავფართოვდეთ და უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური ნივთები შევთავაზოთ მომხმარებელს.


 
ამ მხრივ, თვითნასწავლი ხართ?
პროფესიით  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, უფრო მეტად, დაინტერესებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით. აღნიშნულ სფეროში, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით მაქვს მიღებული თვითგანათლება.


 
ამ მიმართულებით, პირველ ნაბიჯებს დგამთ – რა სირთულეები შეგხვდათ?
სირთულეები, რა თქმა უნდა, გვქონია, გვაქვს და მომავალშიც გვექნება, როგორც პროგრამული, ასევე – ტექნიკური. რთულია გასაღების ბაზრის მოძიებაც. განსაკუთრებით, ისეთ ეკონომიკურად არამდგრად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თითქმის შეუძლებელია წარმოებული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა, ტრანსპორტირების ტარიფებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩემი შეხედულებით, საქმე უფრო საინტერესოა და უფრო გიყვარდება, როცა მას სირთულეები ახლავს და ცდილობ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა დაბრკოლების გადალახვას.


როგორც აღნიშნეთ, სხვა პროფესიის ხართ – რატომ გადაწყვიტეთ, მსგავსი ნივთები დაგემზადებინათ?
მიუხედავად ჩემი არჩეული პროფესიისა და ამ ახალი მონდომებისა, ასევე, მაქვს სულ სხვა მიმართულება, რაც ოჯახში ძირითადი შემოსავლის წყაროა.
უნივერსიტეტის დასრულებისას გადავწყვიტე, შემესწავლა საიუველირო საქმე და 11 წელია, უკვე ჩართული ვარ ამ სფეროში. მაგრამ იმ ახალგაზრდული წლებიდან მაინც არ გამიქრა ის სურვილი, რაც გულიდან მოდიოდა და, ასე ვთქვათ, რაღაც დონეზე ავიხდინე კიდეც.
 
რა უახლოესი გეგმები გაქვთ?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ტექნიკური მხარე. არის შეკვეთები, რასაც ფიზიკურად ვერ ვაკეთებ ჩემს ხელთ არსებული ჭრა-გრავირების აპარატით. ფაქტობრივად, ვზივარ ჩარჩოში, რის მიღმაც ნაბიჯს ვერ ვდგამ. წელს მონაწილეობას ვიღებ საგრანტო პროგრამაში და დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. თუ გამიმართლებს, ვფიქრობ, ბევრად საინტერესო და მრავალფეროვან  ნაწარმს შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს.
 
 

Share9Tweet6

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

9 years ago
იესო ქრისტეს ცნობილი გამონათქვამები

იესო ქრისტეს ცნობილი გამონათქვამები

5 years ago

ფილიპ დიმიტროვი სოზარ სუბარს შეხვდა

13 years ago
რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია, გლობალური დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიყოთ „ცეცხლოვანი რკალის“ სტრატეგიის ცენტრალური რგოლი, რაც ნიშნავს ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას – სოფიკო სოხაძე

რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია, გლობალური დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიყოთ „ცეცხლოვანი რკალის“ სტრატეგიის ცენტრალური რგოლი, რაც ნიშნავს ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას – სოფიკო სოხაძე

2 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by