• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სკიჯის სახლი“ – თანამედროვე დიზაინის სასტუმრო სოფლისთვის დამახასიათებელი ელემენტებით

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„სკიჯის სახლი“ – თანამედროვე დიზაინის სასტუმრო სოფლისთვის დამახასიათებელი ელემენტებით
78
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საოჯახო სასტუმრო, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, გურიაში მდებარეობს – საოცარი დიზაინი, მყუდრო გარემო, საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებები მათთვის, ვისთვისაც დროის საინტერესოდ გატარება მნიშვნელოვანია. საუცხოო ინტერიერი სოფლის სითბოსა და თანამედროვეობას თანაბრად ითავსებს. დაკა ბერძენიშვილი, „სკიჯის სახლის“ დამფუძნებელი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


 
რამდენი ხანია, რაც არსებობს „სკიჯის სახლი“?
ჩვენი საოჯახო სასტუმრო დაარსდა 2017 წელს. მანამდე, ორი წლით ადრე თბილისიდან  გურიაში გადმოვედი. „აწარმოე საქართველოს“ პირველი გრანტით დავიწყე ჩირის წარმოება, რომელსაც „სკიჯი“ დავარქვი. სკიჯი ძველი ქართული სიტყვაა, ხმელ ყურძენს, იგივე ქიშმიშს ნიშნავს. როცა აქ დავმკვიდრდით და სახლიც მეტად გავალამაზეთ, დავფიქრდით სტუმრების მიღებაზეც.  საოჯახო სასტუმროს სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია, რადგან სწორედ ამ სახლში გაკეთდა პირველად სკიჯი, სახლსაც „სკიჯის სახლი“ დავარქვით.

კონკრეტულად, სად მდებარეობს ის?
სკიჯის სახლი მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. ჩვენი სოფელი განთქმულია იმით, რომ ის არის ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სოფელი.


რა იყო მისი დაარსების მიზანი?
მაშინ, როცა ჩვენ ეს საქმიანობა დავიწყეთ, გურია ტურისტულად არ იყო აქტიური მხარე, თუმცა, ძალიან საინტერესო და სანახაობითია. გვინდოდა, თამამად დაგვეწყო საუბარი გურიის ტურისტულ რესურსზე, მის მრავალფეროვნებაზე, იმ მდებარეობაზე – რომელიც მას აქვს – ჩვენგან 50 კილომეტრშია კურორტი ბახმარო, გომის მთა, ასევე, შავი ზღვის სანაპიროები – შეკვეთილი და ურეკი. გვინდოდა, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ყველაფერი ის, რაც ჩვენ ასე ძალიან მოგვწონს და გვიყვარს გურიაში.  ამით კი ჩვენი წვლილი შეგვეტანა გურიის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში.


ამ ეტაპზე, რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებლებს?
ამ ეტაპზე, მომხმარებელს ვთავაზობთ კომფორტულ განთავსებას კვებით ან კვების გარეშე. სულ გვაქვს ხუთი დამოუკიდებელი საძინებელი. ასევე, ვთავაზობთ გურული კერძების მასტერკლასებს ძველ „გურულ ქუხნაში“. ცალკე გავიტანეთ კვების სერვისი – სკიჯის სამზარეულო, სადაც  სტუმარს შეუძლია, გვესტუმროს გემრიელი სადილისა თუ ვახშმისთვის, რაც მზადდება ადგილობრივი, სეზონური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. ჩვენი სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტი კი ჩირია, რომლიც გარშემოცაა აგებული ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულება.  ასევე, ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღონ ჩირის დამზადებაში, რომლის ახალი საწარმო  გურული ავთენტური იერსახით დგას ამავე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შეუძლიათ, ისიამოვნონ სოფლის მდინარეებით, ეზოს ყვავილნარით, იფუსფუსონ ბოსტანში, ხეხილის ბაღებში და შეიგრძნონ სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობა გურულ ოჯახთან თანაცხოვრებით.  მოინახულონ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ესტუმრონ მთისა და ზღვის კურორტებს და მოილოცონ ეკლესია-მონასტრები.


როგორია უცხოელების ინტერესი?
2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენთან სტუმრების უმეტესობა სწორედ უცხოელი იყო. მათ განსაკუთრებთ ხიბლავთ სოფლის ხელშეუხებელი ბუნება, ოჯახური გარემო, ადგილობრივი სამზარეულო, ბოსტანი, პროდუქტი… თუმცა, პანდემიის პერიოდმა მკვეთრად გაზარდა ქართველი ტურისტის რაოდენობა, რაც თავისთავად გვახარებს. რაც დროს გადის და ვაკვირდებით, ვხვდებით რომ სოფელის ტურიზმი ერთნაირად მიმზიდველი და საინტერესო ხდება ქართველი თუ უცხოელი ტურისტისთვის.
 
 

Share31Tweet20

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

12 years ago
შეიძლება, ოჯახში ძალადობამ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზა, თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით — გომელაური

შეიძლება, ოჯახში ძალადობამ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზა, თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით — გომელაური

6 years ago
საქართველოში არსებულ ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენაზე ექსპერტები საუბრობენ

საქართველოში არსებულ ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენაზე ექსპერტები საუბრობენ

12 years ago
7 მნიშვნელოვანი მიზეზი, რათა სტაფილოს წვენის რეგულარულად სმა დაიწყოთ

7 მნიშვნელოვანი მიზეზი, რათა სტაფილოს წვენის რეგულარულად სმა დაიწყოთ

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by