• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისი“ (AHT) ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა დააანონსეს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სამედიცინო დახმარებას AHთ-ში მიიღებენ. ამჟამად, საქართველოში, 28 ათასი უკრაინელი დევნილი იმყოფება. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 22 ივნისს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – სკოტ ნათანმა და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ – გრეგორი კუნცმა.
 
ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში – ანდრეი კასიანოვი, აშშ-ის საქართველოს საელჩოს, ამერიკის სავაჭრო პალატისა და მედიის წარმომადგენლები.
ახალი ინვესტიცია ეფუძნება DFC-ის ისტორიულ მხარდაჭერას „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის“. ჰოსპიტლის მშენებლობის საწყის ეტაპზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ უკვე გამოყო 18 მილიონი აშშ დოლარი. ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ საშუალებას მისცემს განავითაროს სამედიცინო სერვისები და, გრძელვადიანი განვითარების მხარდასაჭერად, გააძლიეროს საქართველოს ჯანდაცვის სექტორი.
DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის – სკოტ ნათანის განცხადებით, აშშ-ის ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს:

„ინვესტიციების საშუალებით, DFC მზად არის მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2014 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 18 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შემდგარიყო. „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებიც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მე აქ შევხვდი მენეჯმენტის ჯგუფს, ექიმებს, ექთნებს და ვიხილე უახლესი აპარატურა, რომელიც მსოფლიო დონისაა. დღეს დავაანონსეთ ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა 800 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინიდან დევნილი და დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობას მოხმარდება“, – აღნიშნა სკოტ ნათანმა

 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – გრეგორი კუნცი ამბობს, რომ, DFC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი გახდება:

„DFC-ის მხარდაჭერით, ჩვენ ვაფართოებთ AHT სერვისებს უკრაინის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დატოვების შემდეგ, შეზღუდული აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა. მოხარულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ ჯანდაცვის სერვისების გაფართოება და მაღალი ხარისხის მოვლის უზრუნველყოფა, რათა, საქართველოს სამედიცინო სერვისების რუკაზე, ახალი, შესანიშნავი ადგილი მოვნიშნოთ“, – განაცხადა გრეგორი კუნცმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის – თამარ გაბუნიას თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად, მნიშვნელოვანი პროგრამა დაიწყო.

***
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს გაუწევს ზრდასრულთა და პედიატრიულ, მათ შორის, გადაუდებელ, ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას. გრანტის მიმღები ანუ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ – AHT, სამედიცინო მომსახურებას გაუწევს რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს – მათ, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და მათაც, რომლებიც ადგილზე სამედიცინო მომსახურებისა და მარაგის მიუწვდომლობის ან უქონლობის გამო, სამკურნალოდ საქართველოში გამოემგზავრებიან.
უკრაინელი პაციენტები, სამედიცინო საჭიროებისამებრ, მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: კარდიოლოგია (კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმიის მკურნალობა, EPS და მასთან დაკავშირებული პროცედურები); მუცლის ქირურგია (გინეკოლოგია, უროლოგია, სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგია); ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ქირურგია; ნეიროქირურგია (თავის ტვინის ანგიოგრაფიის ჩათვლით); ყბა-სახის ქირურგია; ენდოსკოპია; ოტორინოლარინგოლოგია; პედიატრიული ამბულატორიული მოვლა და დიაგნოსტიკური მომსახურება: რადიოლოგია (ულტრაბგერა, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია); ლაბორატორიული ტესტები და გამოკვლევები; მოზრდილთა ამბულატორიული მოვლა და დიაგნოსტიკური მომსახურება; სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციები.
პროგრამით სარგებლობისთვის უკრაინის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ და წარადგინონ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი. ვიზიტის დასაჯავშნად, დაუკავშირდით ჰოსპიტლის ცხელ ხაზს: +995 322 009 009.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა

“დაფშხვნილია ტერფის ძვლები… სამი ტყვია აქვს მოხვედრილი” | თბილისში დაჭრილი კურიერის ოჯახის წევრი

2 years ago

CNN: რას გეგმავენ მსოფლიო ლიდერები ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით?

8 years ago
სანდრა რულოვსი: “რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ”

სანდრა რულოვსი: “რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ”

10 years ago
“ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში?”

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by