ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა ახალი დაავადება „მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციამ ინფექციის აფეთქება ჯანდაცვის სფეროში გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. სპეციალისტებით თქმით, აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება იმ წერტილებში, სადაც ვირუსი ვრცელდება.
ოფიციალური სტატისტიკით, დაავადებამ მსოფლიოს დაახლოებით 58 სახელმწიფოში უკვე შეაღწია და დაინფიცირების რაოდენობა 3500 -ს მიუახლოვდა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, 23 ივნისს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა შეიკრიბა, თუმცა რა შეფასება მისცა ჯანმომ მაიმუნის აფეთქების ამჟამინდელ მასშტაბებს – ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ წინა აფეთქებებთან შედარებით მაიმუნის ვირუსის ამჟამინდელი ვარიანტი უჩვეულო თვისებებით გამოირჩევა, ამიტომაც სპეციალისტებმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა