რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არიას მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა მანდ. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები აქრობენ ცეცხლს, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.