უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 50000-ზე მეტი ქალი მსახურობს, აქედან 5000-ზე მეტი ამჟამად ფრონტის ხაზზეა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
„38 000 სამხედრო მოსამსახურე ქალის გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ის ქალებიც გვყავს, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან. ჯამურად, შეიარაღებულ ძალებში 50 000-ზე მეტი ქალი გვყავს. დღეს ფრონტზე 5000-ზე მეტი ქალია“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.