• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს 
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„დედეე ჯიმ“- ერთი მოსმენითაც ცხადია, რომ ეს სიტყვები სვანურია. ის ითარგმნება, როგორც “ბებოს მარილი”. პროდუქტი, რომლის შესახებაც ახლა მოგაწვდით ინფორმაციას, სვანური მარილია, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებითა და ტექნოლოგიით მზადდება. დეტალურად, “თბილისი თაიმსს” გიორგი ჭკადუა ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც სვანურ მარილს აწარმოებთ?
სვანური მარილის წარმოების იდეა გაგვიჩნდა 2020 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ სვანები და სვანური მარილის მიმართ სიყვარული ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია, მუდმივად იყო მოთხოვნა ჩვენი მეგობრების, თანამშრომლების, ახლობლების და ყველა იმ ადამიანების  მხრიდან, ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია ჩვენ ოჯახში სვანური მარილით მომზადებული კერძები, გადაგვეცა მათთვის მცირე რაოდენობის სვანური მარილი.
სწორედ ამიტომ, მათ „პატივსაცემად“ ჩვენი მხრიდან „მეგობრულ ჟესტად“ მივიჩნიეთ, რომ დაგვემზადებინა საჭირო რაოდენობის მარილი და საჩუქრად გადაგვეცა ზემოაღნიშნული ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი მარილის უნიკალურ გემოსა და სურნელზე „ლეგენდები“ „დომინოს ეფექტით“ გავრცელდა (როგორც ხდება, მეგობრებმა მეგობრებს უთხრეს, ახლობლებმა ახლობლებს და ა.შ). სწორედ ამის შემდეგ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ მისი წარმოება, თუმცაღა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავდაპირეველად წარმოების დასაწყისში არ გვქონდა ჩვენი შეფუთვა და ლოგო, არც სახელი გვქონდა შერჩეული.
გვყავდა ჩვენი სეგმენტი და მხოლოდ მათი მოთხოვნის შემთხვევაში ვაწარმოებდით სვანურ მარილს, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა და დავიწყეთ სერიოზული ფიქრი ბიზნესის განსავითარებლად. ჩვენთვის მთავარი საფიქრალი იყო – სახელი შეგვერჩია ისეთი, რომელიც მთავარ კონცეფციას არ აცდებოდა. მთავარი კონცეფცია კი დაფუძნებულია დამზადების ტრადიციულ მეთოდზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მოვიფიქრეთ, რა თქმა უნდა, სვანური სახელწოდება “დედეე ჯიმ“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ბებოს მარილი“. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ლოგოზე, გვინდოდა რაიმე მარტივი ლოგო შეგვექმნა და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, სვანეთის რომელიმე მწვერვალი დაგვერთო ლოგოს სახით და არჩევანი შევაჩერეთ მწვერვალ ლაილაზე.
გადავწყვიტეთ, მოგვეფიქრებინა ჩვენი მარილისთვის ლოზუნგი, ბევრი ფიქრის შემდეგ – ჩვენი ინსპირაცია გახდა ერთ-ერთი ქართული ტელე-შოუს, „მასტერშეფის“ ჟიურის წევრის, ბატონი კონსტანტინე თედელურის სიტყვები – „ითამაშე გემოებით“, რაც ზუსტად ასახავდა ჩვენი მარილის გემოებით თამაშით შესაძლებლობას, სწორედ ამიტომ, ჩვენი ლოზუნგიც ზუსტად შეესაბამება ჩვენი პროდუქტის  შესაძლებლობებს და  ამიტომ #როცაგემოებითთამაშიგინდა, უნდა მოგვმართოს მომხმარებელმა და დააგემოვნოს სვანური მარილი „დედეე ჯიმ“.
 
რით არის ის გამორჩეული? მზადების ტექნოლოგიაზე რას გვეტყვით


ჩვენი მარილი გამორჩეულია იმით, რომ იგი დამზადებულია სვანური ტრადიცული, უნიკალური მეთოდით და ტექნიკით, რომელიც ხდის მას განსაკუთრებულს. აღნიშნული გზით დამზადება მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და დროს, მაგრამ, როგორც მოგვეხსენება, მთავარი არის ხარისხი და არ ვიშურებთ ძალ-ღონეს მისი უნიკალური სურნელის და გემოს შესანარჩუნებლად.


 
როგორია მის მიმართ მოთხოვნა?


„დედეე ჯიმი“-ს მიმართ მოთხოვნა ძალიან მაღალია. მომხმარებელი თუ ერთხელ  მაინც  გასინჯავს ჩვენს მარილს, რჩება ჩვენს მუდმივ მომხმარებლად. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენს მარილს მომხმარებლები არა მხოლოდ საქართველოში ჰყავს, არამედ უცხოეთშიც დიდია მისი მოთხოვნის მაჩვენებელი. ხშირად ვგზავნით პროდუქციას ამერიკაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ინგლისში. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ამ ქვეყნებში გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ჩვენს მარილს და გვეუბნებიან, რომ „დედეე ჯიმი“-ს გარეშე მათი კერძები უკვე წარმოუდგენლად არასრულფასოვანია.
 
კონკურენციის შესახებაც გვითხარით – რა ვითარებაა ამ მხრივ ბაზარზე?


როგორც მოგეხსენებათ, სვანურ მარილს ბევრი კომპანია აწარმოებს და უამრავი „მოყვარული“ სტარტაპერია ამ მიმართულებითაც, თუმცაღა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ გვაყავს ჩვენი მომხმარებლების „აურაცხელი არმია“, რომლებიც ამბობენ, რომ „დედეე ჯიმი“-ს დაგემოვნების შემდეგ სხვა მარილს არც კი აღიარებენ, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ I’m, მისი უნიკალურობა სწორედ ტრადიციული მეთოდით დამზადებაშია, რაც ცალსახად გვაძლევს იმის უნარს, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ საქართველოს ბაზარზე. გეგმები დიდია, გვწამს და გვჯერა, რომ მივაღწევთ იმ შედეგსაც, როდესაც ჩვენი მარილი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ ევროპის ბაზარზეც შევძლებთ მის ექსპორტს.
 

Share8Tweet5

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026

საინტერესო

ლოპოტას სპეცოპერაციის გარდაცვლილთა რაოდენობა პირველადი მოინაცემებისგან განსხვავდება

ლოპოტას სპეცოპერაციის გარდაცვლილთა რაოდენობა პირველადი მოინაცემებისგან განსხვავდება

12 years ago

ორი თვე თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ვილნიუსი უმასპინძლებს

13 years ago
სამეგრელოში, 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს

კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

2 years ago
რუსეთმა აღიარა

რუსეთმა აღიარა

12 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by