• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„წკაპი“ – ბიზნესი, რომელიც საკრავ კალიმბას საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„წკაპი“ – ბიზნესი, რომელიც საკრავ კალიმბას საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის
30
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კალიმბა – საინტერესოა, რამდენ ჩვენგანს აქვს ინფორმაცია ამ გამორჩეული საკრავის შესახებ? შესაძლებელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ამ მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა? ამ კითხვებზე პასუხი უკვე არსებობს. „წკაპი“ – ასე ჰქვია გზას, რომელიც ჩვენ კალიმბასთან გვაკავშირებს.


დიდი ხანი არ არის, რაც ის ქართულ ბაზარზე არსებობს. ამის მიუხედავად, მის მიმართ ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. „თბილისი თაიმსს“ თამარ ჯავახიშვილი ესაუბრა.


რამდენი ხანია, რაც „წკაპი“ არსებობს?


„წკაპი“ ქართულ ბაზარზე 2021 წლის თებერვალში გამოჩნდა, იდეა კი 2020 წლის ბოლოს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ერთ–ერთ უცხოურ საიტზე შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემთვის მანამდე უცნობი მუსიკალური ინსტრუმენტი – კალიმბა. მაშინვე დავიწყე ინფორმაციის მოძიება, რათა გამეგო მისი თავისებურებები. საქართველოშიც ვეძებე, მაინტერესებდა – თუ იყო შესაძლებელი, ჩვენს ქვეყანაში შემეძინა, მაგრამ ძებნა უშედეგოდ დასრულდა. სწორედ აქედან გაჩნდა „წკაპის“ იდეაც და მალევე მეგობართან ერთად დავიწყე ამ საუცხოო ინსტრუმენტის წარმოება თბილისში. მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჯადოსნური საკრავი საქართველოშიც გაგვევრცელებინა და საზოგადოებაში აგვემაღლებინა მის მიმართ ცნობადობა. დღემდე ამ მიზანს მივყვებით და გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს კალიმბა, რომელიც თავისი ტკბილი ხმით დადებითი ენერგიით ავსებს მსმენელს.


საკრავის შესახებ რომ გვიამბოთ


კალიმბა უკავშირდება აფრიკულ ტრადიციულ საკრავებს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. მის წინაპრად ერთ–ერთი მათგანი – მბირა მიიჩნევა. ინგლისელი ეთნომუსიკოლოგი Hugh Tracy აფრიკაში მოგზაურობის დროს გაეცნო ამ ინსტრუმენტს და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ჟღერადობამ. მას სურდა, ეს საკრავი დასავლეთის ქვეყნებშიც გაევრცელებინა. შესაბამისად, ყველასთვის ცნობილი ნოტების სისტემა (დო, რე, მი..) მოარგო ამ ინსტრუმენტს, რათა თეთრკანიანებისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო მასზე დაკვრა და 1950-იან წლებში მსოფლიოს ახალი ინსტრუმენტი – კალიმბა წარუდგინა.


რისგან ამზადებთ მათ?


კალიმბებს ვამზადებთ სხვადასხვა მასალისგან. ყველაზე ხშირად ვიყენებთ  ხის მასალას, რომელსაც გულდასმით ვარჩევთ, რადგან მის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს იდეალური პროდუქციის შესაქმნელად. გარდა ამისა, გვაქვს ორგმინისგან დამზადებული მოდელებიც, რომლებიც აკრილის კალიმბების სახელით მოიხსენიება. ამასთანავე, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ეპოქსიდზე მუშაობაც და ხის მასალასთან კომბინაციაში დავამზადეთ სხვადასხვა მოდელები. მათი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ უნიკალური ნამუშევრები იქმნება ეპოქსიდის გამოყენების დროს, რადგან ორი ერთნაირი მოდელის დამზადება თითქმის შეუძლებელია ამ მასალის თავისებურებებიდან გამომდინარე.
როგორია მის მიმართ ინტერესი?
არ გაგვკვირვებია, რომ კალიმბის მიმართ ინტერესი „წკაპის“ დაარსების დღიდან დიდი იყო და ამ დროის განმავლობაში ვცდილობთ, ეს დაინტერესება უფრო და უფრო გავაძლიეროთ მრავალფეროვანი პროდუქციითა და სიახლეებით, რომლებსაც ხშირად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. კალიმბაზე დაკვრა მარტივია და ყველას შეუძლია, მუსიკალური განათლების გარეშეც. ინტერნეტის საშუალებით უამრავი დამხმარე ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი. გამომდინარე აქედან, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ნებისმიერი მუსიკის მოყვარული ადამიანისთვის სასურველი საკრავია. განსაკუთრებით დიდია კალიმბის მიმართ დაინტერესება საახალწლო პერიოდში, როცა საჩუქრების თემა ყველაზე აქტუალური ხდება. ამის მიზეზი კი, თავისთავად, ინსტრუმენტის ორიგინალურობაა, რაც საჩუქარს უფრო გამორჩეულს ხდის.
ქუჩის მარკეტებზეც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქში, სადაც საშუალება გვეძლევა, პირადად შევხვდეთ ჩვენს მომხმარებლებს და ამავდროულად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვაჩვენოთ ჩვენი პროდუქცია. როდესაც მსგავს გამოფენაში პირველად მივიღეთ მონაწილეობა, ხალხი გაოცებული უყურებდა კალიმბებს, როცა უცხოელი ტურისტები მარტივად ცნობდნენ ინსტრუმენტს. დროთა განმავლობაში ეს ვითარებაც ნელ–ნელა იცვლება და დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, როდესაც ჩვენი პროდუქციის დანახვით გახარებულ ადამიანებს და მათ აციმციმებულ თვალებს ვხედავთ ხოლმე.


 
საინტერესო ვიზუალისაა თქვენი პროდუქტი – მათ საკუთარი გემოვნებით ქმნით?
ჩვენთვის ეს საქმიანობა განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ არაა ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი, რუტინული საქმე. დიზაინების დიდი ნაწილი ჩვენი გემოვნებითაა შექმნილი. იდეებზე ფიქრი, შესაბამის პროგრამაში დამუშავება, დამზადება და მომხმარებლებისთვის ახალი მოდელების წარდგენა ჩვენი საყვარელი პროცესია. გარდა ამისა, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სასურველი დიზაინით შეგვიკვეთონ კალიმბები და ეს კიდევ უფრო დიდი და საინტერესო გამოწვევაა ჩვენთვის, თანაც ძალიან საპასუხისმგებლო. მათ სურვილებს რომ რეალობად ვაქცევთ და პასუხად დადებით უკუკავშირს ვიღებთ, უსაღვრო სტიმულს გვანიჭებს ეს ფაქტი, რაც იმის დასტურია, რომ მომხმარებლების ნდობას ვამართლებთ და ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა.

Share12Tweet8

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by