• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ყოველ დღე ცდილობს, ააწყოს რამდენიმე განსხვავებული დიზაინი“ – 7 წლის ხელოვანი, რომელსაც საკუთარი ფერადი წამოწყება აქვს
 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ყოველ დღე ცდილობს, ააწყოს რამდენიმე განსხვავებული დიზაინი“ – 7 წლის ხელოვანი, რომელსაც საკუთარი ფერადი წამოწყება აქვს 
73
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ანასტასია მილოვი – 7 წლის – გახლავთ ხელოვანი, რომელიც დღეს ძალიან ბევრი რამით არის დაინტერესებული. დიდი დრო არ არის გასული, რაც მან საკუთარი საქმიანობა წამოიწყო და დაკავებულია იმ ფერადი საქმიანობით, რაც მას დიდ ხალისს მატებს. ის ძალიან ლამაზ და დახვეწილ სამკაულებს ამზადებს. გარშემო კი ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს, რომელიც ახალისებს და ეხმარება, რათა დეტალები მისთვის სრულყოფილი იყოს.

ანასტასიას დედა, ანანო მერაბიშვილი „თბილისი თაიმსს“ საკუთარი შვილის საქმიანობისა და მისი ყოველდღიურობის შესახებ ესაუბრა.

„ანასტასია ძალიან პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა სხვადასხვა აქსესუარის სიყვარულით. 2-3 წლის როდესაც იყო, აისხავდა ჩემს სამკაულებს და დადიოდა. მისი საყვარელი და მუდმივი აქსესუარი გახლავთ ფეხის სამაჯური. მეც ყოველთვის ვცდილობდი მისი ნებიმისმიერი ინტერესის გათვალისწინებას და გამრავალფეროვნებას. უშუალოდ თავის აქსესუარების კეთებას რაც შეეხება, თავდაპირველი, იდეა არ ყოფილა ბისერების აწყობა. ერთ დღეს, როდესაც თამაშობდა, მოვიდა და მითხრა – „დე, მინდა, რამე გავაკეთო და გავყიდოო“. მეც, რა თქმა უნდა, მის ამ იდეას მხარი დავუჭირე. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ საკითხში ვიყო მისი მოტივატორი და ვუთხარი – ანასტასია, მოიფიქრე, რას გააკეთებ და აუცილებლად დაგეხამრები-მეთქი.
თავდაპირველი, რის გაკეთებასაც ფიქრობდა, იყო ქაღალდისგან შექმნილი აქსესუარები: გვირგვინი, სამაჯური, ყელსაბამი. ამისთვის ჰქონდა სპეციალური ფორმებიანი ფურცლები, საიდანაც ჭრიდა და აკეთებად. თავიდან, როდესაც რამეს იწყებს, ყოველთვის პირველი თავის თავზე ირგებს. ქაღალდის გვირგვინი და სამაჯურიც თვითონვე გატესტა და არ მოეწონა იდეა. თქვა, რომ საკმოად მალე იხევა და ეს არ გამომადგებაო. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ფიქრობდა, რა შეიძლებოდა, გაეკეთიბინა და უცბად გადაწყვიტა, რომ უნდოდა ბისერებით სხვადასხვა სამკაულის გაკეთება..  ამ იდეას მეც მხარი ავუბი და ვთხოვე, რომ თვოთონ მოეფიქრებინა – რა ფორმის ბისერები უნდოდა. ამის შემდეგ, როდესაც იდეაზე შეჯერდა, ანასტასიამ თვითონვე დაურეკა თავის ერთ-ერთ ბებოს, რომელიც ცხოვრობს იტალიაში  და გაუმხილა თავის იდეა, ასევე, სთხოვა – მისთვის ბისერები გამოეგზავნა. ყველა ბისერი, რაც მიიღო საჩუქრად, იყო მისი არჩეული. მაღაზიებში ტელეფონის საშუალებით ერთად არჩევდნენ“.

უფრო ზუსტად, რას და რისგან ამზადებს ანასტასია?

ანასტასია უფრო მეტად ამზადებს სამაჯურებს, ხანდახან ყელსაბამებსაც. მაგრამ მისთვის ამ ეტაპზე სამაჯურების კეთება უფრო მარტივია, თან ძალიან მოსწონს სახელობითი აქსესუარები. ყოველ დღე ცდილობს, ააწყოს რამდენიმე განსხვავებული დიზაინი. აქვე ერთ სასაცილო ფაქტს მოვყვები – გუშინ ცოტა გვიან უნდოდა სამაჯურის აწყობა, რისი ნებაც არ დავრთე, რადგან უნდა დაეძინა, რომ მეორე დღეს სკოლაში წასულიყო.. საპასუხოდ კი მივიღე: დე, შენ ბიზნესის აზრზე არ ხარ – თუ ყოველ დღე ახალ-ახალი არ გააკეთე, ყველას მობეზრდება ერთნაირიო.
ამ ეტაპზე, აქცენტი გააკეთა  ხის სამაჯურებზე, რადგან უფრო დიდი ინტერესი ამან გამოიწვია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც ანასტასიასთან კოლაბორაცია გადაწყვიტა რამდენიმე საბავშვო box-მა  (სახელებს ჯერ სუპრიზად დავტოვებ).


ამ მხრივ, რა მიზეზით გაუჩნდა მას ინტერესი?


ინტერესი საიდან წამოვიდა, ამის ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, იმან განაპირობა, რომ ანასტასიას ყოველთვის უყვარდა თავის ხელით სხვადასხვა ნივთის კეთება. ხშირად ნაძვის ხის სათაამაშოებსაც აკეთებდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რამაც განაპირობა, ვფიქრობ არის ის, რომ ბავშვები ყოველთვის აკეთებენ მშობლების იმიტაციას. საკმაოდ პატარა იყო ანასტასია, როდესაც სამსახურში გავედი და მას შემდეგ თითქმის სულ ვმუშაობ. ხშირად თვითონაც იყო ჩემი სამსახურის სტუმარი. როდესაც მოდიოდა, ყოველთვის ცდილობა, ჩემი პოზიცია ჰქონოდა. ბევრს მეკითხებოდა – რას ვაკეთებ, რატომ და როგორ ვაკეთებ. ბაღში რომ დადიოდა, ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა – სამსახურში მივდივარო. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო – უნდოდა, ჰქონოდა თავის ნამდვილი სამსახური.
გარდა ამისა, ანასტასია ძალიან პატარა ასაკიდან დამყავს მუზეუმებში, თეატრებსა და სხვადასხვა მსგავს დაწესებულებაში. მუზეუმში როდესაც მიმყავს, დეტალურად მახსნევინებს თითოეულ ნივთს. ალბათ, ამ ყველაფერმაც განაპირობა. ასევე ძალიან უყვარს წიგნები, როდესაც ჯერ კიდევ თვეების იყო და ეძინა, ხშირად ვუკითხავდი სხვადასხვა ზღაპარს. ახლა გაიზარდა და თვითონ კითხულობს. ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც ზღაპრის პერსონაჟი თვითონ ქმნიდა რაიმეს.
 
საინტერესოა, როგორია გარემო, რომელშიც ის საქმიანობს?

ანასტასია აქსესუარებს ძირითადად ამზადებს საღამოს, სკოლის შემდეგ. ამისთვის გამოყოფილი აქვს მაქსიმუმ საათ-ნახევარი კვირის დღეებში. შაბათ-კვირას კი დროს თვითონ ანაწილებს და აკეთებს იმდენს, რამდენიც უნდა. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი შეკვეთა მიიღო, ოჯახის სხვა წევრებიც ვეხმარებით განხორციელებაში. დიზაინი მთლიანად მას ეკუთვნის – დაგვიწყობს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ და ჩვენც ვანხორციელებთ მის იდეებს..
ანასტასია გამოირჩევა ზედმეტად მოწესრიგებულობით (ამაას სკოლაც დაგიდასტურებთ 😀 ) შესაბამისად, თითოეულ მის ნივთს აქვს ადგილი. არ უყვას უწესრიგობა და ქაოტურად მიყრილი ნივთები. გარემო არის ძალიან თბილი, ბებიებიც აქტიურად არიან მის მოტივაციაშ ჩართულნი. ოჯახის თითოეული  წევრი ცდილობს, ყველანირად გვერდში დაუდგეს და ის ენთუზიაზმი, რაც აქვს, არ გაუქრეს.

გარდა ამისა, რა ინტერესები აქვს მას? ხელოვნების რომელიმე მიმართულებით თუ არის დაინტერესებული?

ანასტასია დადის, ბალეტზე, ცურვასა და სხვადასხვა წრეებზე. უყვარს ძალიან ხატვა და დედას მაკიაჟის განადგურება 😀 აარასასკოლო დღეებში მსუბუქი მაკიაჟს გარეშე სახლიდან არ გადის. ჰელოუინის ერთ-ერთ კოსტუმირებულ ფართიზე მაკიაჟი სალონში გაიკეთა, მეორე დღეს კი ზუსტად იდენტური გაიკეთა თვითონ, რაც ჩემთვისაც გასაოცარი იყო. ასევე, ძალინ უყვარს „ტიკ-ტოკის“ ვიდეობის გადაღება (ამ უკანასკნელს მე ძალიან ვაკონტროლებ) და ფოტოსესიები.

Share29Tweet18

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

13 years ago

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

10 years ago
სახის მოვლის სწრაფი მეთოდები ყველაზე დაკავებული ქალბატონებისთვის

სახის მოვლის სწრაფი მეთოდები ყველაზე დაკავებული ქალბატონებისთვის

10 years ago

„ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში საპილოტე ტრენინგები დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by