• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ალბათ, მშიერი შეხვდა სიკვდილს, გაყინულ ოთახში… ყველაფერზე გულდაწყვეტილი წავიდა…“ – 31 წლის პოეტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ალბათ, მშიერი შეხვდა სიკვდილს, გაყინულ ოთახში… ყველაფერზე გულდაწყვეტილი წავიდა…“ – 31 წლის პოეტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

22 დეკემბრის დილას სახლში გარდაცვლილი იპოვეს 31 წლის პოეტი, გიორგი ჩუთლაშვილი. გიორგის თავისი უკანასკნელი კრებულის პრეზენტაცია 29 ნოემბერს, მწერლების ბარში ჰქონდა. პოეტური კრებულის სახელწოდებაა „მშრალი თევზის წონასწორობა.“  გიორგის ლექსები თარგმნილია, ბერძნულ და ლიეტუვურ ენებზე.

საოცრად ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ გიორგის მეგობრები და ნაცნობები.

“ყველაფერზე გულდაწყვეტილი წავიდა… ჩვენს დროში აღარ უნდა ვუშვებდეთ, რომ ისევ ფიროსმანივით კვდებოდნენ ხელოვანები.
ყველას მოგვეტევოს, რომ უფრო მეტად ვერ დავეხმარეთ. თურმე იმაზე მეტად სჭირდებოდა, ვიდრე ითხოვდა” – წერს თამარ ჟღენტი სოციალურ ქსელში. 

ხვიჩა ყალაბეგიშვილი: ჩვენ ძალიან ბევრი წელი ვუყოფდით ერთმანეთს პოეზიას, შიმშილს, სიცივეს, არაყს და უიმედობას… მერე, მე კარგი ადამიანების მადლით დავუსხლტი ამ ყველაფერს… ბოდიში, მაპატიე, რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი ის, ვინც ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენაში დაგეხმარებდა… ბოდიში, რომ რაც შემეძლო იმის მეასედიც არ გავაკეთე… ბოდიში, რომ მეცინებოდა შენს გაჯიუტებულ პოეტობაზე, მდგომარეობაზე, რომელსაც მე დავუსხლტი და შენც ჯიუტად გირჩევდი, რამე პროფესია გესწავლა, შენივე კარგად ყოფნისთვის… ბოდიში, რომ არ შემიძლია ჩამოვუყვე და არსებობა ვაგინო ამ ფარისეველ მედროვე “მგლოვიარე” ღორებს, რომლებსაც ათწლეულებია ყველაფერი თავისთვის მიაქვთ და შენნაირებს არაფერს უტოვებენ, რომ უბრალოდ გადარჩნენ…
Ბოდიში, რომ მე ხვალ ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელო ცხოვრება და ისევ ვერაფერი მივცე შენნაირებს გარდა წიგნებისა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება…
მადლობა, რომ იყავი ასეთი სუფთა, ბავშვივით უმანკო და ნამდვილი… მადლობა მეგობრობისთვის და იმ სინაღდისთვის, რაც ჩემნაირ გადარჩენილებს შვებას/სიცილს გგვრიდა, აქაოდა, ჩვენ პოეტურ გაჯიუტებას დავუსხლტით…
Შენ გამორჩეულად ჯიუტი იყავი შენს მრწამსში და შენს გაჯიუტებაზე სიცილი მაპატიე…

“ქუჩაში ვიყავი, რაღაც ბნელი ჩიხი მოვნახე სასწრაფოდ, შევედი და მწარედ ვიტირე.
საკუთარ უსუსურობას უფრო დავტიროდი, რომ მცდელობების მიუხედავად ფაქტობრივად ვერ დავეხმარე.
ძალიან ვნანობ, რომ ვერასოდეს მოვიცალე ახლოდან გამეცნო, მხოლოდ ვპირდებოდი, რომ აუცილებლად გამოვნახავდი დროს.
სიკეთე და სიყვარული იყო ეს ბიჭი.
და ძალიან ნიჭიერი პოეტი.
უკიდურესად უჭირდა.
ალბათ, მშიერი შეხვდა სიკვდილს, გაყინულ ოთახში… უკეთეს ადგილს იმსახურებდი, იმედი მაქვს ახლა სწორედ იქ ხარ ” – წერს კატენკა სტრუპკა ფეისბუქზე.

თემო ჭახნაკია: ზუსტად 2 თვის წინ ვნახე მწერალთა სახლში, პირველად და უკანასკნელად, განსხვავებული სამოსი ეცვა, კათოლიკე აბატს მოგაგონებდა. ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, ხვალ-ზეგ წავიდოდა იქ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა.
ფეისბუქზე მხვდებოდა ხოლმე მისი პოსტები, წუხდა სამსახურის არ ქონაზე, ხან მონურ ხელფასზე, ითხოვდა დახმარებას, ცდილობდა ცნობილი მწერლების წიგნები გაეყიდა.
მის ერთ-ერთ საჯარო პოსტს მოვიტან აქვე, რომ იცოდეს ამ სიტყვების წამკითხველმა, როგორ დუხჭირად ცხოვრობდა ეს ახალგაზრდა, ამ ვაიქვეყანაში.

გიორგი ჩუთლაშვილი

“რა მაგის პასუხია და ახლა ვითვლიდი ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს – მთელი 300 ლარი გამოვიდა.

300 ლარს გამოვაკელი აუცილებელი 84 ლარი ტაქსის ყოველთვიური, (ღამის 4 საათზე მეტრო არ მუშაობს და აბა, რა ვქნა) მეტროს 12 ლარი და დამრჩა 204 ლარი. 200 ლარიანი ბინა, რომ ვიპოვნო და საცხოვრებლად მარტო გადავიდე მთელი 4 ლარი უნდა ვიმყოფინო: ჭამისთვის, კომუნალურებისთვის, (ხანდახან ფეხსაცმელიც ხომ გვინდა ცვდება და…) თმაც იზრდება, ჰიგიენის საშუალებებიც აუცილებელია.. მგონი 4 ლარი არ მეყოფა ხომ?  
პ.ს ხანდახან “პოეტური” ჰონორარები თუ მიშველის და მშველის ხოლმე.. ^^
აი, ამისთვის უნდა იყოს ბევრი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი, რომ ხანდახან საჭმელიც ვჭამოთ…”

მეგობრები და კოლეგები მისი ოჯახის დასახმარებლად ფულს აგროვებენ. სურვილისამებრ შეგიძლიათ ამ ანგარიშის ნომრებზე დარიცხოთ თანხა:

GE47TB7551536010100044  იოანე ფეზუაშვილი

GE65BG0000000267281200  შოთა იათაშვილი

დაე, იყოს ნათელი…
დაე, იყოს ნათელი…
დაე, ნათლად ავუხსნათ
ერთმანეთს, თუ როგორ
უნდა შევუწვეთ სიმარტივეს
და სირთულეს
გაყინულ ლოგინში,
თუნდაც სიმარტოვეს…
დაე, მოვითმინოთ დრო
და თეთრი ღრუბლები
გამოვითხოვოთ
სამოთხის კართან…
დაე, იყოს ნათელი…
დაე, იყოს დაო დე ძინი…
და იყოს ძილი…
და ძილის სამელნეში
თავს ვყოფდეთ
და არამც და არამც
სხვის საქმეებში…
დაე, იყოს ნათელი!
დიახ, დიახ…
ყველაფერი
ნათელი იყოს მე და თქვენ შორის…
შორიდან მოვდიოდეთ.
უკვდავებიდან მოვდიოდეთ.
გზიდან მოვდიოდეთ.
ცხოვრებიდან მოვდიოდეთ
და ყველაფერი ნათელი იყოს,
როგორც ეს ლექსი
არის ნათელი…
დაე, იყოს ნათელი…
დაე, ბრალს არ გვდებდეს
შემოდგომის მოსამართლე,
რომ ვერ გავყვითლდით
და რომ ვერ გავნათლდით
ფხვიერი მიწით, დილის ნისლით
და ფოთლების შრიალით…
დაე, იყოს ადამიანი.
დაე, იყოს შენდობის სიჩუმე.
დაე, იყოს უბადრუკი ხმაური.
დაე, იყოს გაზაფხული.
მერცხლის წელზე
შენი ხელი
ირწეოდეს ჰამაკივით
და ჰამაკში მწოლიარე
წიგნს კი არა
ჩიტებს კითხულობდე…
თევზებს კითხულობდე…
ადამიანებს კითხულობდე…
ყველა მდინარეს
შენ უერთდებოდე
და ყველა ლექსში
შენ იყო ვრცელი
და ციანიდით
მოწამლულ
თვეებს და წლებს
იკრებდე,
როგორც ძალას…
დაე, იყოს ნათელი…

გ. ჩუთლაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

10 years ago
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

დავით სერგეენკო-სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები იგეგმება

8 years ago
ზვიად ქორიძე: “გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა”

ზვიად ქორიძე: “გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა”

11 years ago

“პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი”

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by