სალომე ზურაბიშვილმა გაეროში, დღეს დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა და განცხადების გასაკეთებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ -ში, პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას”, – აცხადებენ პრესსამსახურში.