• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ძალიან მაღალი სანქციები დაუწესდება მათ, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს” – რა ცვლილებები შედის კანონში?

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება, სამართალი
A A
“ძალიან მაღალი სანქციები დაუწესდება მათ, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს” – რა ცვლილებები შედის კანონში?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ამოქმედდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით სავალდებულო იქნება ყველა ძაღლის ჩიპირება, მათი ინდენტიფიკაციისთვის. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება, იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

„დღესდღეობით, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. თავშესაფრები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია. ზოგადად, პრობლემაა ძაღლების ყოლა- გამრავლებასთან კავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კასტრაცია-სტერილიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია თითქმის 70%-ით, ასევე, საოპერაციოებისა და ვეტერინარების რაოდენობა, დინამიკაში ასევე გაზრდილია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც გაგდებულნი არიან ქუჩაში და შემდგომ უკონტროლო გამრავლებას ექვემდებარებიან. დინამიკაში ვერ ეწევა სტერილიზაცია კასტრაცია ძაღლების ყოლისა და ქუჩაში გაგდების პროცენტულ მაჩვენებელს.

სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროექტი უკვე მომზადებულია კომიტეტში. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობისას დავიწყეთ (როდესაც მერის მოადგილე გახლდით). შარშან მერმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე გადაეცემოდა საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ დედაქალისათვის. დაფარავს მთელს საქართველოს, კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. ჩვენ დაგვრჩა 4 მიკრო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, რასაც აპრილში განვახორციელებთ. გვქონდა აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ პირთან, დაახლოებით, 90-მდე შეხვედრა შედგა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დონორებთან, რომ დათვლილი იქნას ფინანსური მაჩვენებლები, თუ რა თანხები უნდა გაიღოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ თავშესაფრები, საოპერაციოები შეიქმნას. ასევე, აღჭურვილი იყოს ყველა მუნიციპალიტეტი შესაბამისი საშუალებებით.

და, მეორე კუთხით, ფართო საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება, მკაცრად გაკონტროლდეს ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები. სხვანაირად, სახელმწიფოს მხრიდან რაც არ უნდა საოპერაციოები შეიქმნას და კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდეს ყოველდღიურად, თუ არ გაკონტროლდნენ ადამიანები, ვინც ყიდულობს ან ამრავლებს ძაღლებს, პრაქტიკულად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ცხოველთა რაოდენობის კონტროლი განხორციელდეს. ამ კონტროლის განხორციელების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის ძაღლების მიკვლევადობა. ამ კანონის შექმნის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული პორტალი.

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს, ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე. იდენტიფიცირებადი იქნება ყველა ძაღლი, რომელიც მოხვდება ქუჩაში და შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.

ამასთან, სანქციების გაზრდა იგეგმება ძაღლების სეირნობის წესების დარღვევისთვის და ასევე ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ მოდაშია და შემდგომ ამ ძაღლს ქუჩაში აგდებენ და ტრაგიკულ მდგომარეობაში ამყოფებენ ცხოველსაც და პრობლემას უქმნიან მოსახლეობასაც“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

10 years ago
“საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020″ დამტკიცდა”

“საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020″ დამტკიცდა”

12 years ago
ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან

ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან

5 years ago
“5 აფეთქება მოხდა 3-5 წუთის ინტერვალით”  – კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე ინტენსიური შეტევა დაიწყო

“5 აფეთქება მოხდა 3-5 წუთის ინტერვალით” – კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე ინტენსიური შეტევა დაიწყო

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by