ორი დღის წინ ცნობილი მომღერალი, პრიმადონად წოდებული ალა პუგაჩოვა 74 წლის გახდა. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ალამ ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და ისრაელში გადავიდა. იქ შეხვდა დაბადების დღესაც და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ალა ფოტოებზე მკვეთრად არის შეცვლილი. თაყვანისმცემლებმა ივარაუდეს, რომ ან პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, ან ფილტრები გადაამეტა.

თუმცა ფაქტია, ასაკის კვალობაზე ალა მაინც ეფექტურად გამოიყურება და ბევრად უმცროს ქმართან და ორ შვილთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.






