• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მტკიცდება ნორმები, რომლებიც ახალისებს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას” – მოსაყდრე შიო

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
“მტკიცდება ნორმები, რომლებიც ახალისებს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას” – მოსაყდრე შიო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – ოჯახის სიწმინდის დღეს.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ორი ცნება – ოჯახი და სიწმინდე ერთმანეთთან დაკავშირებული. 

საერთოდ, რა არის სიწმინდე, წმინდა? თქვენ იცით ბიბლიური სწავლებიდან, რომ ეს არის ყოველივე ის, რაც საღვთოა, რაც ღვთისგან მომდინარეობს, რაც საღვთო მადლის განსაკუთრებული შეხებით არის აღბეჭდილი, რაც ღვთისმსახურებისთვის არის განკუთვნილი და შეწირული, რაც გამოყოფილია ყოველივე საეროსგან. და აი, ოჯახიც სწორედ მიიჩნევა და იწოდება სიწმინდედ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც ადამიანის მიერ კი არ არის მოგონილი, როგორც რომელიმე ინსტიტუცია, არამედ ეს არის პირადად ღვთის მიერ ბოძებული. ამიტომ ოჯახი გახლავთ სიწმინდე.

დასაბამიდანვე ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც ოჯახი. თქვენ იცით სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად.  წმინდა მამათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება ჩვენს ბუნებაში, ადამიანურ ბუნებაში, არის სწორედ ოჯახი. როგორც ღმერთია ყოვლადწმინდა სამება, სამგვამოვანი და სამი ჰიპოსტასი, ასევე ადამიანიც არის სამი ჰიპოსტასი. ეს არის მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი. 
აი, ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად იმისთვის, რომ ადამიანიც ცხოვრობდეს სიყვარულში, როგორც ყოვლადწმინდა სამება სუფევს მარადიულ სიყვარულში და თავად წყაროა სიყვარულისა, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში არის ბევრი სიმწარე, ბევრი მწუხარება და ადამიანი ქრისტესა და ოჯახში პოვებს ბედნიერებას, პოვებს სიყვარულს. 

როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც თავის სულს დადებს მეგობრისთვის“. და აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი ცოლ-შვილისთვის, ცოლი თავს დებს თავისი შვილებისა და ქმრისთვის, შვილები შემდეგ მადლიერების ნიშნად თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ. და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ამაღლებული 
რამ ამ სამყაროში. ამიტომაც არსებობს ასეთი გამოთქმა, ფილოსოფოსების მიერ წარმოთქმული: „ოჯახი – ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურისა და თუ ოჯახი დაინგრევა და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“. 

ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სწორედ ამას ცდილობენ მავანნი თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივდადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონეზე თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა. 

მინდოდა მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება.  ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე.  მაშინ იბადება კითხვა – რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე მიიჩნევა დედის მუცელში ასეთი ბავშვის მოკვდინება კანონიერ საქმედ? 

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის. ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იწოდება სიკვდილის კულტურად და არა სიცოცხლედ. 
ამიტომ დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს და ამ პრინციპებს, ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს, გადაგვარებისგან და, საერთოდ, სრული განადგურებისგან. 

ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ღმერთმა ინებოს ჩვენი ოჯახების გამრავლება და გაძლიერება, ღმერთმა ინებოს, რომ საქართველომ დაძლიოს ეს დიდი განსაცდელი და მიუღებელი გახდეს ჩვენთვის აი, ეს სიკვდილის კულტურა, ეს დიდი მანკიერებები, იმიტომ რომ როცა ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს რამეს, ან ადამიანთა ჯგუფი, ან თუ გნებავთ, ერი, პირველი პირობა არის – ამ ლოცვასთან ერთად გამოასწოროს თუკი რაიმე აქვს მძიმე ცოდვა ღვთის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თხოვნა არ შესრულდება. უფრო მეტიც, დასასჯელი იქნება მისთვის ეს. ამიტომ თუ ჩვენ არ ყველაფერს არ უარვყოფთ, თუ ჩვენ ამ მანკიერებებს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კითხვა ჩნდება – ღირსი ვიქნებით, რომ ვიყოთ ერი, რომელიც იქნება ძლიერი, გამარჯვებული, გამთლიანებული და ამაღლებული?! აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო.

დაგვლოცოს ღმერთმა, ჩვენი ოჯახები ამრავლოს ღმერთმა,  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ.”

თქვა მოსაყდრე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

ლევან იზორია: „თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას“

ლევან იზორია: „თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას“

10 years ago
თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

5 years ago
დავით ნარმანია 12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით ნარმანია 12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

11 years ago
საქართველო უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას!

საქართველო უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას!

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by