• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა” – პოპულარული “ბაბუდას” – მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა” – პოპულარული “ბაბუდას” – მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“შვილები სულ მირეკავენ და ამოწმებენ, როგორ ვარ. მე მათ გამო ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგრამ ვერ ვამართლებ ქალებს, რომლებმაც პროფესიას უღალატეს. შენს სიმაღლეზე უნდა იყო, თუ გინდა, რომ პატივი გცენ შინ და გარეთ”, – ამბობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბევრისათვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი – მარიკა გოგიჩაიშვილი, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი “შაგუს ბაბუდას” – თამარა ჩაგანავას როლით, სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”…

“კვირის პალიტრასთან” ვრცელ ინტერვიუში მსახიობი მის საინტერესო წარსულზე, ოჯახსა და დღევანდელობაზე საუბრობს:

– ძალიან მენატრება სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”… უამრავი ადამიანი მხვდება, ვისაც ასევე ენატრება და არა მარტო თბილისში, ან საქართველოში, მაგალითად, ჩემი შვილი პარიზში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მასთან ვიყავი და სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაში მესალმებოდნენ. რასაკვირველია, ქართველები იყვნენ.

პარიზში გამოფენაზეც ვიმყოფებოდი და ნეტავ გენახათ, ჩემთან ერთად ფოტო რამდენმა გადაიღო. სერიალის მიხედვით, ჯერ კიდევ სანდრექსას ბებიის – ჟუჟუს დაქალი რომ ვიყავი, იქიდან ვახსოვარ ხალხს… პარიზში რესტორანი აქვს გახსნილი დაჩი ჩაგანავას, ჩემი შვილი მხატვარ-დიზაინერია, მან გაუკეთა რაღაც პროექტი და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღესაც, დაჩიმ გიორგისთან დარეკა, მამიდაჩემი ჩამოსულა და ისე როგორ უნდა წავიდეს, მე არ ვნახოო… ბაბუდა ხომ სერიალში – თამარ ჩაგანავაა… რესტორანში დაგვპატიჟა და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.

– ოდნავაც არ ჰგავხართ თქვენს გმირს და მაინც, თუ შეგხვედრიათ ისეთი ადამიანები, ვინც თამარა ბაბუდასთან გაიგივებდათ?

– დედაჩემის თაობის ქალები, დედაჩემის მეგობრებიც კი იყვნენ ასეთები, გამუდმებით რუსულ-ქართულად რომ საუბრობდნენ. აივანზე ისხდნენ, კარტს თამაშობდნენ, ჩაის სვამდნენ და მათგან სულ ისმოდა – “მაია ზალატაია”… თავიდან ამ როლზე არ ვთანხმდებოდი. ვფიქრობდი, ამ ხნის ვარ და რამე ისეთი შეუსაბამო სერიალი არ იყოს-მეთქი. მხოლოდ ამ სერიალზე კი არა, საერთოდ ყველა გადაღებაზე უკან ვიხევდი… აქაც ერთი კვირა ხან კბილის, ხან თავის ტკივილს ვიმიზეზებდი… მერე ეკა მჟავანაძემ დამირეკა, მოდი მხოლოდ ერთი ეპიზოდია, სულ ერთი გავლა მოგიწევსო… მივედი ჟუჟუს პანაშვიდის სცენა რომ იყო და მაშინ “დავიჭირე”, ეს ქალი – ბაბუდა როგორი უნდა ყოფილიყო. ტექსტი მომცეს და რეპეტიცია რომ გავიარე, ატყდა სიცილ-ხარხარი, ტაში… მერე სერიალის მოვლენები ისე განვითარდა, შაგუს ბაბუდა გამხადეს…

კარგა ხნის წინ, ჩემს სახლთან ახლოს მივდიოდი… პატარა ბავშვები სულ დიდის ამბით მესალმებიან და იმ დღესაც, ერთი ჩაპუტკუნებული, ასე ათი წლის, პატარა ბიჭი მომესალმა… რომ წავედი, უცებ ჩემკენ გამოიქცა და მკითხა, სერიალში კიდევ გამოჩნდებიო? ვუთხარი, არ ვიცი, მეც ძალიან მინდა-მეთქი და მიპასუხა, არ ინერვიულო, წინა სერიაში გახსენეს, შაგუს ბაბუდაო… ბავშვმა მითხრა დაგიძახებენო, ასე დამამშვიდა.

– ძლიერი ბუნების ქალბატონი ხართ, ბავშვობიდანვე ასე იყავით?

– ოჯახში მესამე ქალიშვილი გახლდით, დები 9-10 წლით უფროსები იყვნენ და ძალიან მანებივრებდნენ… სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაგვეცვალა, მე ჯერ კიდევ 6 წლის რომ ვიყავი. ჩემი დებიდან ერთი სტუდენტი იყო, მეორე იმ წელს აბარებდა… დები ყველანაირად ცდილობდნენ ჩემზე ეზრუნათ, თავიანთ გამონაცვალს გადამიკეთებდნენ და ლამაზ კაბებს მაცმევდნენ… ვორონცოვზე ვცხოვრობდით პატარა ქუჩაზე, იქ ერთი ქალბატონი ქუჩის ბოლოს, პირველ სართულზე ცხოვრობდა და სულ ფანჯარაში იყო გადმომდგარი, გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა… ერთხელაც, თეთრი კაბით ყელმოღერებული მოვდიოდი. კაბას წვეტიანი, წითელი ღილები ჰქონდა, წითელი ქამარი, ძალიან ლამაზი იყო. ასე მორთულ-მოკაზმული მივეშურებოდი თეატრალური ინსტიტუტისკენ და მის სახლთან სწრაფად ჩავიქროლე, არ მსურდა დავენახე. მან კი განწირული ხმით დამიძახა, მარიკა, კი დადიხარ კოხტად, შენი დების გამონაცვალითო… ახლაც ძალიან მეცინება. ვითომ რაო, არ ვიცი, თუ რა, გამონაცვალებში დადიხარო, მაგრამ ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო… არასოდეს თავი დაჩაგრულად არ მიგრძნია. სკოლის ფორმით მშვენივრად დავდიოდით მე და დედა ოპერაში, სადაც აბონემენტი გვქონდა. კაბის მხოლოდ საყელოებს ვიცვლიდი, ან იმას ვინ უყურებდა?! ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არასოდეს შური და ბოროტება არ მქონია. ყოველთვის იმით ვიყავი კმაყოფილი, რაც მქონდა.

ოცი წლის ასაკში თეატრში სამუშაოდ მივედი. დირექტორი გვიკრძალავდა ჯერ არ გათხოვდეთო, გოგო-ბიჭების როლებს გვათამაშებდნენ, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ასე სჭირდებოდათ. ალბათ ბედი იყო, 23 წლის გავთხოვდი და მართლაც არაჩვეულებრივი მეუღლე შემხვდა. ორი ვაჟი მყავს, ერთი პარიზში ცხოვრობს, მეორე – თბილისში… პარიზში ორი და აქაც ორი შვილიშვილი მყავს. ერთ-ერთი შვილიშვილი კალათბურთის ნაკრების წევრია.

დედა ძალიან მეხმარებოდა… 47 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა და აღმოჩნდა, რომ თურმე საჭმლის გაკეთებაც მცოდნია და ყველაფერი. მანამდე დედიკო მიგვარებდა ყველა საშინაო საქმეს…

ჩემს მეუღლეზე – მერაბ ბოქოლიშვილზესადაც არ უნდა იკითხოთ, ყველგან ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ. იგი დიდუბის რაიონში განათლების განყოფილების გამგე იყო, მანამდე 47-ე სკოლის დირექტორი… სანამ ცოცხალი იყო, იმ სკოლის კურსდამთავრებულები სულ ურეკავდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ. ძალიან თბილად ეპყრობოდა ბავშვებს და ზუსტად ისე იყო სახლშიც… თეატრის თანამშრომლები სულ იხსენებენ, მანქანით რომ მაკითხავდა, გვიან საღამოს ზოგი თანამშრომელი ორთაჭალაში მიჰყავდა, ზოგი – დიღომში და სად აღარ… მეხუმრებოდა, ამ ხალხის ჩამორიგებას რომ მთხოვ, ერთხელ მაინც მკითხე, ბენზინი მაქვს თუ არაო… თეატრიდან გასტროლები რომ იგეგმებოდა, პირველს სიაში მერაბს წერდნენ.

სრულად

ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

მიხეილ სააკაშვილი უნგრეთშია

9 years ago
კარლ ჰარცელი – ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში

კარლ ჰარცელი – ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში

7 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს

12 years ago
“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

3 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by