• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლამაზად წერის ოსტატი – კალიგრაფ მათე ზარნაძის პერსონა 

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ლამაზად წერის ოსტატი – კალიგრაფ მათე ზარნაძის პერსონა 
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხშირად ხდება, რომ სანამ პიროვნება თავად გაერკვევა საკუთარ უნარებში, ამას სხვები ხედავენ – უმეტესად, მშობლები. ასე მოხდა მათე ზარნაძის შემთხვევაში. ვიდრე ის საკუთარ შესაძლებლობებს შეაფასებდა, ხატვისა და ლამაზად წერის გამორჩეული ნიჭი სწორედ მისმა მშობლებმა დაინახეს. ეტაპობრივად, მათემ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ყოფილიყო მისი თაობის ერთერთი გამორჩეული კალიგრაფი. არაერთი წარმატებისა და აქტივობის კვალდაკვალ, ის ლამაზად წერის სამყაროსთან მჭიდროდ არის დაკავშორებული. მათე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


რამ განაპირობა თქვენი ინტერესი კალიგრაფიის მიმართ?


პატარაობიდან ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ხატვა. როდესაც გავხდი სკოლის მოსწავლე, ჩემმა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მქონდა ხატვის  და  ლამაზად წერის ნიჭი. როდესაც ვიყავი 9 წლის, ძალიან მინდოდა, განმევითარებინა სამხატვრო ხელოვნება და, მშობლების რჩევით, მივედით რუსთავის სიონთან არსებულ სამრევლო სკოლა ,,მთაწმიდელში” , სადაც, ხატვის წრის გარდა, არის მრავალი მიმართულება, მათ შორის, კალიგრაფიის წრე. დედაჩემის რჩევით და თხოვნით, ხატვის შესარჩევ  გამოცდასთან ერთად, ასევე მივიღე მონაწილეობა, კალიგრაფიის შესარჩევ პრაქტიკულ გამოცდაზე. უფლის ნებით მოხდა ისე, რომ კალიგრაფიის წრეზე ჩავირიცხე, ხატვის წრეზე კი რეზერვში მოვხვდი. ცოტა გული კი დამწყდა, ასე რომ მოხდა, მაგრამ სულ ცოტახანში ჩემმა საოცარმა და უნიჭიერესმა  მასწავლებელმა, დავით მაისურაძემ ისე დამაინტერესა და შემაყვარა კალიგრაფიის ჯადოსნური სამყარო, რომ ახლა ვეღარც კი ვარჩევ, რომელი უფრო მეტად მიყვარს.
პირველი კურსის დასასრულ, ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, ქვემო ქართლის მასშტაბით. სადაც მე-2 და მე-4 კლასებს შორის გავხდი პირველი ადგილის მფლობელი, რამაც ძალიან გამახარა, უფრო მეტი მოტივაცია მომცა და მეტი დაინტერესება გამოიწვია ქართული კალიგრაფიის მიმართ.


 
ამ მხრივ, ცოდნა რა მეთოდებით მიიღეთ?


კალიგრაფიის ცოდნა, პირველ ყოვლისა, მივიღე ჩემი უნიჭიერესი მასწავლებლისგან, დავით მაისურაძისგან. სამი წლის მანძილზე, მან ძალიან ბევრი რამ შემასწავლა. ასევე, ვესწრებოდი პროფესიონალ, კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენებს,  დავდიოდი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც გავეცანი ძველი ხელნაწერების მრავალსაუკუნოვან ისტორიას და შევისწავლე ბევრი საინტერესო ტექნიკური დეტალი. ასევე, ბოლო ერთი წელია, ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებულმა ადამიანებმა შემიკვეთეს მათთვის სასურველი ნამუშევრების შექმნა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემაძენინა. არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი პირველი შემკვეთი, სალომე ელიაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მომცა და კიდევ უფრო შემაყვარა ქართული კალიგრაფიის ჯადოსნური ხელოვნება.


დღესდღეობით, ამ მიმართულებით, რას საქმიანობთ?


დღესდღეობით, კალიგრაფიის კურსზე სიარულს  სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ. მაგრამ ჩემ ირგვლივ არიან ისეთი ადამიანები, ვინც  იცნობს ჩემს შემოქმედებას და მათი ხელშეწყობით ბოლო ორი თვის განმავლობაში განვახორციელე ორი ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩემი სკოლის, რუსთავის ჟიული შარტავას სახ.მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის, ბატონ მამუკა ხამხაძის შემოთავაზებით, მოვხატე ქართული ანბანი სამივე დამწერლობით, რომელიც დარჩება ჩემს სკოლას. ასევე, რუსთავში არსებულ ფოტოსტუდიას – ,,სამაილ სტუდიოს” მოვუწერე წიგნი, რომლის მასშტაბიც არის 170×200. ეს ორი პროექტი იყო ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო.


ამ ეტაპამდე, რომელ წარმატებას გამოარჩევთ?


ჩემი წარმატებებიდან ყველა იყო განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული იყო   2022 წელს საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კონკურსი – ,,თბილისი 900”, რომელშიც 18 წლამდე ასაკის კატეგორიაში გავხდი კონკურსის გამარჯვებული და კალიგრაფ გიორგი სისაურის რჩეული. მან დამაჯილდოვა თავისი საავტორო კალიგრაფიის უფასო კურსით, რამაც ძალიან გამაბედნიერა, რადგან ჩემი დიდი ოცნება იყო, შემესწავლა მისი საოცარი ტექნიკა.


 
გარდა კალიგრაფიისა, რა ინტერესები გაქვთ?


კალიგრაფიის გარდა, დაინტერესებული ვარ პორტრეტების ხატვით  (ნახშირით). ასევე, სპორტით, კერძოდ, ფრენბურთით და ფიზიკური ვარჯიშით.

ShareTweet

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

საინტერესო

აღმოაჩინე ის, რაც შენია – პროექტი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვი (ფოტოები)

აღმოაჩინე ის, რაც შენია – პროექტი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვი (ფოტოები)

6 years ago
„მეორე დაც ყოფილა და უყურებია, რომ აუპატიურებდა“ – იცოდა თუ არა 15 წლის მოზარდის დედამ შემზარავი ფაქტის შესახებ

„მეორე დაც ყოფილა და უყურებია, რომ აუპატიურებდა“ – იცოდა თუ არა 15 წლის მოზარდის დედამ შემზარავი ფაქტის შესახებ

4 years ago
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

2 years ago
მორიგი აფეთქება თურქეთში

მორიგი აფეთქება თურქეთში

11 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by