27 წლის გურამ კინწურაშვილი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ტაბახმელაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდას ახლობლები ადასტურებენ.
კინწურაშვილი სახლიდან პარასკევ საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
ოჯახმა პოლიციას მალევე მიმართა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






