• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვების გადმოგდების მიზნით, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა – პროკურატურა ბათუმში მომხდარზე

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ბავშვების გადმოგდების მიზნით, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა – პროკურატურა ბათუმში მომხდარზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პროკურატურამ,  არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა – საუბარია ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ე.წ. გასაბერი ბანანიდან 4 მოზარდი გადავარდა, საიდანაც ერთის, 16 წლის ლუკა აბულაძის პოვნა რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა და გუშინ, 7 ივლისს მისი ცხედარი იპოვეს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს,  ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა,  სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ  საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით  4 მოზარდი აიყვანეს. 

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო  ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა,  ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე  დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის  – ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში,  შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ,  წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები  ზღვაში ჩავარდნენ.    

ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას.  ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს  სამაშველო  ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ  ჩაიცვა.      

ბრალდებულმა  ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.  

სამმა არასრულწლოვანმა  სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და  სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.  

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ  მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.  

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” აცხადებს პროკურატურა.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება – დავით ნარმანია

9 years ago
ნიკოლა სარკოზი: “ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ამგვარი გამარჯვება საბჭოებში ჯერ არ მოუპოვებია”

ნიკოლა სარკოზი: “ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ამგვარი გამარჯვება საბჭოებში ჯერ არ მოუპოვებია”

11 years ago
დავით გარეჯში ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯში ფრესკები დააზიანეს

8 years ago
საქართველო აგრძელებს რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციის გამყარებას

ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის

6 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by