შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს – ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.






