შოვში, სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა – ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
“კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი…ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.