რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
მისივე ცნობით, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩვენი ჯარიც ჩაერთვება, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.






