ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში 7-8 ბავშვს ეძებენ.
აზარაშვილი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაობი ახლაც გრძელდება.
“მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები. აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ რთული პირობებისა, გარდაცვლილი ადამიანების თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი – ასეთია მაგალითად დნმ-ის ანალიზი. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია… რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.