ხელვაჩაურში, ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში დაიღუპა – ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდზე, გუშინ ღამით მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციაშია და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.