ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი მთვარეზე წარუმატებელ რუსულ მისიას გამოეხმაურა.
“ვერ ვხვდები, რუსებს მთვარეზე რა უნდოდათ. კი, მიწა არის, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოეპარათ. მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი რუსული წინადადება რომ გავიხსენო, “ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, როგორც ყოველთვის”. – რუსეთის პრემიერმინისტრი ვიკტორ ჩერნომიდრინი”. – დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter).