• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხათუნა ხოფერია: „მოკლედ, თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ..ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე, დღეს ჩემი დაბადების დღეა! სიცოცხლე გრძელდება!“

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ხათუნა ხოფერია: „მოკლედ, თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ..ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე, დღეს ჩემი დაბადების დღეა! სიცოცხლე გრძელდება!“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოფილმა პარლამენტარმა, ხათუნა ხოფერიამ თავიდან სიმსივნე ამოიკვეთა.

ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ურთულესი ოპერაცია ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერით იოლად გადაიტანა.

„შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!”- გენიალური ვაჟა!

ჰო, ძალიან მაგარია სიცოცხლე! მაგრამ კიდევ უფრო მაგარია, როდესაც საოცარი სიყვარულით, ზღვა სიყვარულით არის სავსე! როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს და ოჯახის წევრებს, არამედ შენ მეგობრებსაც!

როგორ გყვარებივართ, თქვე შეჩვენებულებო?!… ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე… ისე დაგზაფრეთ, იქით გამხნევებდით. ნარკოზიდან გამოსული არ ვიყავი, კაკო ყაჩაღივით წამოვხტი ფეხზე და სელფები გადავიღე მომნუსხველი ღიმილით თქვენთან გამოსაგზავნად.

რა ბედნიერი ადამიანი ვარ! რა მაგარი ყოფილა, როდესაც იცი, რომ უყვარხართ! იცი, რომ უშენოდ დარჩენა არ უნდათ! იცი, რომ ტაძრებში ჩუმად დადიან და დაჩოქილი ლოცულობენ, შენ სიცოცხლეს ავედრებენ უფალს!
ახლა კი, ყველაზე მხიარული მოგონებები:

1. მეგობარი მირეკავს პოლიტიკურ ამბავთან დაკავშირებით. შუა საუბარში ვაწყვეტინებ და ვეუბნები: – გუშინ ემერტეს პასუხი იყო. მოკლედ, თავში სიმსიმნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ ხუთშაბათს. (კვირა დღეა). – სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა და.. – უფ, ისეთი არც არაფერია, ამოჭრიან რაა… და გავიცინე. მეგობარი გამოცოცხლდა, სუნთქვაზე მივხვდი და სიცილით (ოღონდ ვაი ასეთ სიცოლს) მეუბნება: – ისე, არც არაფერია ნაღდად! ერთი-ორჯერ თუ არ გაქვს თავის ქალა ახდილი, რა კაცი ხარო!…

მანუგეშა…

2. მესინჯერში მომწერა მეგობარმა, სწორედ იმ მეგობარმა, რომელმაც იმუშავა საიტებში, გამოიყენა 5 ენის ცოდნა, მიაკვლია უახლეს მეთოდს სიმსიმნის ამოკვეთის-ტრეპანაციის გარეშე, 1-სანტიმეტრიანი კვეთით და მოწვის მეთოდით, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი ექიმი აკეთებს, ექიმი, რომელმაც ეს მეთოდი გამოიგონა და დანერგა – დავით ფიცხელაური, საუკეთესო ნეიროქირურგი მსოფლიოში! ჰო, მოკლედ, სწორედ ეს მეგობარი მწერს: – ერთი ეს სტატია წაიკითხე, სანამ „გაგსვარკავენ“ და მითხარი რას ფიქრობო…

ეს გასვარკვამდე ერთი დღით ადრე ხდება…

3. მეგობარი მირეკავს ოპერაციის წინა დღეს. ცრემლები ლაპარაკს არ აცლის. კაცებს უჭირთ ემოციის დამალვა. – ყველაფერი კარგად იქნება – ვეუბნები მე და სიცილით ვაგრძელებ – ერთი საფიქრალი მაქვს, ვაი თუ ნარკოზიდან გამოსულზე შევიცვალო და „ფრი მიშა“ დავიყვიროთქო. მე კი ვიცინი, მაგრამ იქიდან სრული სერიოზულობით მპასუხობს უკვე უცრემლო ხმა – თუ არ ჩაგკლა საწოლში, არაკაცი ვიყოო…

4. ოპერაციიდან მე-4 დღეს გამომწერეს. მე-6 დღეს მირეკავს მეგობარი – რას შობი? ხომ ხარ კარგად? რა ხმაურია, სა ხარო? – იზმაილოვოს ბაზრობაზე ვარ, გამოვისეირნეთ – ბედნიერმა ვუპასუხე მე.

ჯერ სიჩუმემ გამაკვირვა… მერე კი… – უხ, შენი მომკითხავის დედაცო… წაი და დაეგდე ლოგინში, რას დაგვხოცე თუ იციო…

სიცილისგან ცუდად გავხდი… ასეთი სიყვარულით ჯერ არავის უგინებივარ! დღეს ჩემი დაბადების დღეა!

მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან გიყვარვართ და რადგან მიყვარხართ, მეგობრებო!

დღეს ჩემი დაბადების დღეა!

სიცოცხლე გრძელდება!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო 

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო 

4 years ago
რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს – უკრაინა 

რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს – უკრაინა 

4 years ago

შსს-მ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

11 years ago
ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები – 9 აპრილის პატარა გმირები 

ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები – 9 აპრილის პატარა გმირები 

4 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by