• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, March 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას ნიშნავს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას – საიას განმარტება

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
რას ნიშნავს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას – საიას განმარტება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განმარტავს რას ნიშნავს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას. დღეს, 1 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

საიას ცნობით, იმპიჩმენტი არის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, რომელსაც, პირველ რიგში, შესაბამისი თანამდებობის პირის გადაყენება მოჰყვება.

განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას უშვებს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

“იმპიჩმენტის საფუძვლებია: კონსტიტუციის დარღვევა ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

ამ საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში გადაყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს”, – წერს საია.

რა პროცედურებია საჭირო იმპიჩმენტისთვის:

  • პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 (სულ მცირე 50 დეპუტატი).
  •  აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკითხი 7 დღის ვადაში გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.
  • საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და 1 თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.
  • თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება.
  • თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

“პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ანუ, სულ მცირე 100 დეპუტატი). ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით – არაპირდაპირი წესით. კერძოდ:

  • ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300 წევრიანი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პარლამენტის ყველა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და საკრებულოების შემადგენლობიდან პარტიების მიერ დანიშნული წევრები.
  • Პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით (200 ხმა).
  • თუ პარლამენტმა სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” –  ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე
ახალი ამბები

“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე

03/06/2026
„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება
ახალი ამბები

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

03/06/2026
მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს

03/06/2026
ტრაგედია სენაკში – ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია სენაკში – ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

03/06/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
გიორგი სარდალაშვილი და ანანო სამხარაძე პირველ შვილს ელოდებიან – ნახეთ, კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან
ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი და ანანო სამხარაძე პირველ შვილს ელოდებიან – ნახეთ, კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

03/06/2026

კალენდარი

March 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« Feb    

სიახლეები

  • “კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე 03/06/2026
  • „ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება 03/06/2026
  • მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს 03/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In