გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. ასევე, უწყებაში ამბობენ, რომ ცხედარი სავარაუდოდ დიდი ხნის არის და ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება ვინაობა.






