საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ლარის სიმბოლოს შესარჩევ კონკურსს. აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია ლარის სიმბოლოს შესარჩევი დროებითი კომისია, რომელიც განიხილავს მიღებულ განაცხადებს.
როგორც სებ-იდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2.
განაცხადები წარმოდგენილ უნდა იქნას ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსის წესების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 2 406 406 ან ელ.ფოსტის საშუალებით [email protected]
27.12.13