თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა – შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.