• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს… ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ” – “ტოჩინოშინი” ახალ ცხოვრებაზე

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს… ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ” – “ტოჩინოშინი” ახალ ცხოვრებაზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ტო­კი­ო­ში ისე ცხე­ლა, დღი­სით ქუ­ჩა­ში ვერ გახ­ვალ. დღეს ღრუბ­ლი­ა­ნი, შე­და­რე­ბით გრი­ლი დილა გა­თენ­და და “დემ­ბე” და “ქლოე” სას­წრა­ფოდ გა­ვიყ­ვა­ნე სა­სე­ირ­ნო­დო – ინ­ტერ­ვი­უს­თვის შე­თან­ხმე­ბულ დრო­ზე მცი­რე­დით გა­და­ცი­ლე­ბის­თვის მო­მი­ბო­დი­შა ლე­ვან გორ­გა­ძემ – “ტო­ჩი­ნო­შინ­მა”. “დემ­ბე” და “ქლოე” მგლე­ბი არი­ან. მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, ტო­კი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ კაც­თან, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც “მგე­ლი” იყო დო­ჰი­ო­ზე, 1400-ზე მეტი (!) ორ­თაბ­რძო­ლა გა­უ­მარ­თავს, “იმ­პე­რა­ტო­რის თა­სიც” მო­უ­გია და ლე­გენ­და­რუ­ლი “იო­კო­ძუ­ნა” “ჰა­კუ­ჰოს” და­მარ­ცხე­ბი­თაც შე­უძ­ლია თა­ვის მო­წო­ნე­ბა. ქრო­ნი­კულ­მა ტრავ­მებ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მის­ცა. მო­მა­ვა­ლი წლის 4 თე­ბერ­ვალს, “დან­პა­ცუ-ში­კის” სევ­დი­ან ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, ლე­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ემ­შვი­დო­ბე­ბა სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას და მას­თან ერ­თად – პრო­ფე­სი­ულ სუ­მო­საც… სამი თვის წინ, მე­ო­რე შვი­ლის – ხა­რე­ბას მამა გახ­და და ახალ ცხოვ­რე­ბას მას­თან ერ­თად იწყებს.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, “ტო­ჩი­ნო­შინს” ინ­ტერ­ვიუ არა­ვის­თვის მი­უ­ცია. “კვი­რის პა­ლიტ­რა” პირ­ვე­ლია:

– “ყო­ფი­ლი სუ­მო­ტო­რი “ტო­ჩი­ნო­ში­ნი” – სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა? მო­ჭი­და­ვე­ებს კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც “ში­კო­ნა­თი” (საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი) მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ?

– დიახ, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­მო­დათ, აქა­უ­რე­ბი იმ სა­ხე­ლებს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი და ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სუ­მო­დან წას­ვლის შემ­დე­გაც “ტო­ჩი­ნო­ში­ნი”, “გა­გა­მა­რუ”, “კო­კაი” ვართ… თუმ­ცა “ბო­ლომ­დე” ჯერ არ­სად წავ­სულ­ვარ, პე­რი­ო­დუ­ლად, ისევ მივ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვლამ­დე, როცა ჩემი “დან­პა­ცუ-შიკი” (ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რომ­ლის დრო­საც სუ­მო­ისტს თმას ჭრი­ან და ამ სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ მის კა­რი­ე­რას. – რ.შ.) გა­ი­მარ­თე­ბა. ჩემს თა­ნაკ­ლუ­ბელ ბი­ჭებ­თან ვვარ­ჯი­შობ ხოლ­მე. ამით, მა­თაც ვეხ­მა­რე­ბი, კლუბ­საც და წო­ნის დაკ­ლე­ბა­საც ვცდი­ლობ. თან­და­თა­ნო­ბით, ვეჩ­ვე­ვი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას, ვვარ­ჯი­შობ, სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ და გუ­ლის სიღ­რმე­ში, თავი ისევ მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი მგო­ნია… რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის თან­მდევ სტრესს, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა აღარ მა­წუ­ხებს და ამ თვალ­საზ­რი­სით, თავს უკეთ ვგრძნობ. რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მე­ტო­ქე­ე­ბის და­ჯა­ხე­ბე­ბი მო­აკ­ლდა, ორ­გა­ნიზ­მმაც და­ის­ვე­ნა და ფსი­ქი­კა­მაც. ზედ­მეტ წო­ნას და­ვიკ­ლებ, გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­საც გა­და­ვა­გო­რებ და მერე, ალ­ბათ, ოპე­რა­ცი­ის­თვი­საც მო­ვიც­ლი. მე­გო­ნა, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ინც მექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო-მეთ­ქი. თურ­მე, პი­რი­ქით არის – რაც აღარ ვჭი­და­ობ, დრო სა­ერ­თოდ აღარ მაქვს…

– ხუთი წლის წინ, როცა “იმ­პე­რა­ტო­რის თასი” აღ­მარ­თე და “ოძე­კის” წო­დე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რე, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვად მო­ჩან­და, მაგ­რამ მუხ­ლის ქრო­ნი­კულ ტრავ­მას მხრის და­ზი­ა­ნე­ბაც და­ე­მა­ტა…

– სა­ნამ ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე­ბო­დი, ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მი­ნი­მუმ ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­დამ­დე დავ­რჩე­ბო­დი სუ­მო­ში. ტრავ­მებ­მა გა­მა­წა­მა, მაგ­რამ როცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტში ხარ, ძნე­ლია წას­ვლა, იმის დათ­მო­ბა, რა­საც 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე აკე­თებ­დი. რაც არის, არის, ამ ერთ ბა­შო­საც გა­და­ვა­გო­რებ-მეთ­ქი, მერე – კი­დევ ერთს, ერთს და… ამა­სო­ბა­ში, კი გა­ვი­და სამი წე­ლი­წა­დი. არა­და, მხრის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა რომ არა, ალ­ბათ, ჯე­რაც მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი.

– ვიცი, რომ დარ­ჩე­ნა კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმაც ბევ­რჯერ გთხო­ვა…

– როცა ჯუ­რი­ო­ში (რან­გით მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნი სუ­მო­ში. – რ.შ.) დავ­ქვე­ით­დი, წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მთხო­ვა – ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო. დღემ­დე, ამი­ტო­მაც მივ­დი­ვარ ხოლ­მე კლუბ­ში, ვცდი­ლობ, თა­ნაკ­ლუ­ბე­ლებს და­ვეხ­მა­რო. ისე კი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ტრავ­მებს ვებ­რძვი და გუ­ლის სიღ­რმე­ში, ბო­ლომ­დე მქონ­და იმე­დი, რომ ამ და­ზი­ა­ნე­ბა­საც დავძლევ­დი, უმაღ­ლეს დი­ვი­ზი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შევ­ძლებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გა­მო­ვი­და.

– რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­ჟიშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნე: სუ­მო­დან წას­ვლის შემ­დეგ, მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა მთავ­რდე­ბო­და და ამ რთუ­ლი პე­რი­ო­დის დაძ­ლე­ვა­ში, პა­ტა­რა ხა­რე­ბა და­მეხ­მა­რაო. მოგ­ვი­ყე­ვი შენს შვილ­ზე.

– ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა სამი თვის წინ გავ­ხდი. ის ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ჩემ­თან ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მძაფ­რად გან­მაც­დე­ვი­ნა რას ნიშ­ნავს მა­მო­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, მის­თვის ღა­მის გა­თე­ვა… სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე – ანას­ტა­სი­ა­ზე არ მაქვს ამ­ხე­ლა ამა­გი… მე ია­პო­ნი­ა­ში ვარ, ანას­ტა­სია კი – მას ენაც­ვა­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე, დე­დას­თან, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იშ­ვი­ა­თად მაქვს მისი ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ მის აღ­ზრდა­ში… ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ასე მოხ­და.

– ხა­რე­ბას დედა ია­პო­ნე­ლია?

– დიახ. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. ვა­ჟიშ­ვილს პა­პა­ჩე­მის სა­ხე­ლი – ხა­რე­ბა და­ვარ­ქვი…წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა

7 years ago
შსს-მ ქვემო ქართლში ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო

შსს-მ ბოლო პერიოდში ბინების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვისთვის თბილისში 6 პირი დააკავა

8 years ago
კრაზანის ნაკბენით გარდაცვლილი 9 წლის ბიჭის ორგანოები სხვა პაციენტებს გადაუნერგეს და 5 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

კრაზანის ნაკბენით გარდაცვლილი 9 წლის ბიჭის ორგანოები სხვა პაციენტებს გადაუნერგეს და 5 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

3 years ago
„მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, იყო სრული სისულელე“ – ზურაბ ჯაფარიძე

„ზრდასრული ადამიანი თავად წყვეტს რა უქნას თავის სხეულს, თუნდაც დააზიანოს“ – ზურაბ ჯაფარიძე

10 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by