შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ახალგახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გუშინ, 23 სექტემბერს, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
“ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.